პროექტის დასაბუთება და აღწერა:
იდეა ემსახურება შშმ პირებისთვის ინგლისური ენის სპეციალისტის - თამარ ნიკურაძის მიერ სპეციფიკური კურსის შემუშავებას. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ შესაბამისი ცოდნა, რაც მათ დაეხმარებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა უცხოურ პროექტებში, დასაქმდნენ ონლაინ, გაეცნონ სხვადასხვა ინფორმაციას, რაც მხოლოდ უცხო ენაზეა ხელმისაწვდომი. რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მათ საერთაშორისო სივრცეში სოციალიზაციას. დღეს, როგორც არასდროს, ყველას აქვს ექსკლუზიური საშუალება საზღვარგარეთ წასვლის გარეშე, მოიძიონ ინფორმაცია, მასალები და ისწავლონ მათთვის სასურველი საგნები ონლაინ, ამისათვის კი აუცილებელი პირობა არის უცხო ენის საფუძვლიანი ცოდნა.
9 თვის განმავლობაში 40-მდე შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირი (ეტლითმოსარგებლე, მცირდედმხედველი, უსინათლო და სმენისარმქონე/სმენადაქეითებული), რომლებიც შეირჩევიან მოტივაციის საფუძველზე კვირაში ორი საათის განმავლობაში შეისწავლიან ინგლისურ ენას, თითოეულ ჯგუფში იქნება 5 მსმენელი, რაც ცალსახად უზრუნველყოფს შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას.
სასწავლო პროცესი წარიმართება ადაპტირებულ სივრცეში (შესაძლოა ეს იყოს შშმ პირთა ორგანიზაცია, სოციალური საწარმო - „თავისუფალი სივრცე“, ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრი ან სხვა). სასწავლო პროცესის ადაპტირების მიზნით, გამოყენებულ იქება წამკითხველი აპარატურა და სასწავლო კურსი ჩაწერილი იქნება დისკებზე (უსინათლოთათვის ტექსტის მიწოდებისთვის).
პროექტი ხელს შეუწყობს 2 ინგლისური ენის პედაგოგის დასაქმებას, რომელიც დარგის სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავებს სასწავლო მეთოდოლოგიასა და კურს, ასევე სმენისარმქონეებთან კომუმნიკაციისთვის მასთან ერთად იქნება სურდო თარჯიმანი.
კომენტარები