იდეის ნომერი: 20167
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: თამარ ნიკურაძე
განხორციელების ვადა (დან): 2022-02-01
განხორციელების ვადა (მდე): 2022-10-01
ბიუჯეტი: 75215
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

პროექტის ხელმძღვანელი

1

1000

{

პროექტის მონიტორინგი

1

500

{

პროგრამის შედგენა-კორექტირება

1

1500

{

სურდო თარჯიმანი

1

1000

{

დისკის ჩაწერა

40

35

{

სახელმძღვანელოს დაბეჭდვა

40

100

{

ინგლისური ენის მასწავლებლის ხელფასი

2

1800

{

რვეულები

40

4

{

საწერი კალმები

40

1

{

ფლიფჩარტი

9

35

{

პროექტორის იჯარა

1

100

ჩაერთე და ისარგებლე

პროექტის მიზანი:
იდეის მიზანია ბათუმში მცხოვრები შშმ პირებისთვის უცხო (ინგლისური) ენის, მათ საჭიროებებზე მორგებული კურსის შემუშავება და სწავლება. შშმ პირების უფრო აქტიურად ჩართვა უცხოენოვან პროექტებსა და აქტივობებში.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
იდეა ემსახურება შშმ პირებისთვის ინგლისური ენის სპეციალისტის - თამარ ნიკურაძის მიერ სპეციფიკური კურსის შემუშავებას. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ შესაბამისი ცოდნა, რაც მათ დაეხმარებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა უცხოურ პროექტებში, დასაქმდნენ ონლაინ, გაეცნონ სხვადასხვა ინფორმაციას, რაც მხოლოდ უცხო ენაზეა ხელმისაწვდომი. რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მათ საერთაშორისო სივრცეში სოციალიზაციას. დღეს, როგორც არასდროს, ყველას აქვს ექსკლუზიური საშუალება საზღვარგარეთ წასვლის გარეშე, მოიძიონ ინფორმაცია, მასალები და ისწავლონ მათთვის სასურველი საგნები ონლაინ, ამისათვის კი აუცილებელი პირობა არის უცხო ენის საფუძვლიანი ცოდნა. 9 თვის განმავლობაში 40-მდე შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირი (ეტლითმოსარგებლე, მცირდედმხედველი, უსინათლო და სმენისარმქონე/სმენადაქეითებული), რომლებიც შეირჩევიან მოტივაციის საფუძველზე კვირაში ორი საათის განმავლობაში შეისწავლიან ინგლისურ ენას, თითოეულ ჯგუფში იქნება 5 მსმენელი, რაც ცალსახად უზრუნველყოფს შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას. სასწავლო პროცესი წარიმართება ადაპტირებულ სივრცეში (შესაძლოა ეს იყოს შშმ პირთა ორგანიზაცია, სოციალური საწარმო - „თავისუფალი სივრცე“, ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრი ან სხვა). სასწავლო პროცესის ადაპტირების მიზნით, გამოყენებულ იქება წამკითხველი აპარატურა და სასწავლო კურსი ჩაწერილი იქნება დისკებზე (უსინათლოთათვის ტექსტის მიწოდებისთვის). პროექტი ხელს შეუწყობს 2 ინგლისური ენის პედაგოგის დასაქმებას, რომელიც დარგის სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავებს სასწავლო მეთოდოლოგიასა და კურს, ასევე სმენისარმქონეებთან კომუმნიკაციისთვის მასთან ერთად იქნება სურდო თარჯიმანი.
მოსალოდნელი შედეგი:
ამ იდეის განხორციელების შედეგად, პროექტის მონაწილე შშმ პირებმა შეიძინა ინგლისური ენის უნარ-ჩვენევები და არის მოტივირებული უფრო აქტიურად ჩაერთოს საეთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში.
განმარტება:
განაცხადის განხილვის ეტაპზე დადგინდა, რომ იდეით გათვალისწინებული ღონისძიებები სცდება მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებს, აქედან გამომდინარე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნებს - „განაცხადით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა ექცეოდეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების და განსაზღვრული თემატიკის ფარგლებში“ და ექცეოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში (ზოგადი, უმაღლესი, პროფესიული და არაფორმალური განათლება არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას (საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლი)). შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო