smart-bin
პროექტის მიზანი:
იდეა smart-bin წარმოადგენს ნარჩენების შეგროვება-დამუშავების ეფექტურ მოდელს. დანადგარი საშუალებას მისცემს მომხმარებლებს მარტივად
შეაგროვონ ნარჩენები და ამასთან, შემაცირონ ხარჯები და მიიღონ გაუმჯობესებული ნარჩენების მართვის სისტემა.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
დანადგარის განთავსება ხდება სანაგვე ყუთის შიგნით,მუშაობს უსადენო ინტერნეტისა და სენსორების მეშვეობით.გამოიყენება მოწინავე სენსორული ტექნოლოგიები და SaaS-ის ბიზნეს პროგრამები.
ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების ეს მოდელი გამოყენებულია 25 ქვეყანაში, ჰყავს 1000-ზე მეტი მომხმარებელი. მაგ:პორტუგალია, კასკაის მუნიციპალიტეტი, 4000-მდე smart-bin-ით არის აღჭურვილი, რის შედეგადაც დაიზოგა წლიურად მილიონი ევრო და კასკაი დაჯილდოვდა ,,გამარჯვებული გარემო 2015"-ის ჯილდოთი.
smart-bin-ი დადასტურებულია ROI-ის მიერ, რომელიც ამცირებს მომსახურების ხარჯებს. smart-bin-ის ოპერირება მოხდება ტელეფონ აპლიკაციით, რომელიც ხელს უწყობს ეფექტურად შეირჩეს ადგილები კონტეინერებისთვის,განისაზღვროს კონტეინერების შევსების დონე,ნარჩენების არსებული და სავარაუდო მოცულობა, ასევე ხდება დანიშნული მარშრუტების განსაზღვრა მძღოლებისთვის.
მოსალოდნელი შედეგი:
იდეის განხორციელება უზრუნველყოფს, რომ მეტი მოცულობის ნარჩენები შეგროვდეს ნაკლები დანახარჯებით მოკლე დროში. ამასთან გამოიყოფა ნაკლები ნახშირორჟანგი,რაც ქმნის წინაპირობას რომ შევინარჩუნოთ ჯანსაღი გარემო. ასევე არ გადაივსება სანაგვე ურნები, შესაბამისად შემცირდება მოსახლეობის საჩივრები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაზოგილი ხარჯებით შესაძლებელი იქნება ბიუჯეტის შევსება.
ტექნიკური მახასიათებლები
ელემენტის ტიპი: One 3.6V C Cell Lithium ThionyI Chloride (6.5 Ahr capacity)
ელემენტის ვარგისიანობა: 5 წელი. ელემენტის გამოყენების რესურსი 10 წელია და დამოკიდებულია ადგილობრივი ქსელის დაფარვის ხარისხზე.
მოხმარების ტემპერატურა -30°C დან +70°C - მდე
ზომები 82 x 65 mm 3.2 x 2.6 inches
წონა 0.25კგ.
კორპუსი IP66 გათვლილი ნებისმიერ ამინდში მოხმარებისათვის, ანტი კოროზიული PA66
სტანდარტული სამაგრი 1 inch NPT
კავშირი GPRS over GSM (Quad band – 850/900/1800/1900 MHz). შიდა SIM ბარათი. UMTS/HSPA 850/1900MHz for U.S. 3G.
ანტენა : შიდა ან გარე საჭიროების მიხედვით.
Shocks 100g each Axis (EN 60068-2-27/F4)
Impact IK10 (EN 50102/F4)
CE სერტიფიკატი: CE 0980 Articles 3.1(a)(b), 3.2 (inside) (EN 60950-1: 2006, EN 301 489-1/-7, EN 301 511 )
FCC შესაბამისობა FCC ID: UDV-0912142009007 (inside)
რეპორტინგის დაგეგმარება: კონფიგურაცია შესაძლებელია ვწებ პორტალის საშუალებით.
კომენტარები