იდეის ნომერი: 20169
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ლაშა ხარატი
განხორციელების ვადა (დან): 2020-09-05
განხორციელების ვადა (მდე): 2020-09-05
ბიუჯეტი: 115000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

null

null

null

დამატებით ფაილები

Batumi Art Prize

პროექტის მიზანი:
პროექტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას, ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანების მოტივირებას და ხელშეწყობას. ჩვენი მიზანია რომ პროექტი გახდეს წარმატებული და ვიმედოვნებთ რომ წარმატების შემთხვევაში შევძლებთ და მივცემთ მას ყოველწლიური სახეს, რაც საშუალებას მისცემს ქალაქს უფრო მეტად დაიტვირთოს საერთაშორისო კულტურული ღონისძიებებით.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ბათუმის საერთაშორისო ხელოვნების პრემია (Batumi Art Prize) საერთაშორისო პროექტს წარმოადგენს. პროექტი მიზნად ისახავს, ნიჭიერი მოყვარული თუ პროფესიონალი ხელოვნების გამოვლენას, განურჩევლად ასაკისა თუ ეროვნებისა. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ხელოვანების კარიერული თვალსაზრისით განვითარებას, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ საერთაშორისო აღიარება. პრემიის გამარჯვებული გრანტის სახით მიიღებს 20000. გამარჯვებულს შეუძლია თანხა გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ. პროექტი უზრუნველყოფს, ფინალისტების პრემიაზე დასწრების ხარჯებს რომელიც მოიცავს ორმხრივ ავია ან სარკინიგზო ტრანსპორტის ბილეთებს, სასტუმროში განთავსებას და შიდა გადაადგილებას . ფინალისტების დასწრება ფინალურ ღონისძიებაზე სავალდებულო არ არის. ჯილდოს მოპოვების შემთხვევაში, თანხა გადაირიცხება გამარჯვეულის საბანკო ანგარიშზე. Ⴑაერთაშორისო პრემიაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ ხელოვნებმა, რომლებიც მუშაობენ შემდეგ სფეროებში: სახვითი ხელოვნება (მხატვრობა, გრაფიკა, ფერწერა ა.შ) ფოტოგრაფია, შერეული ტექნიკა, დეკორატიული ხელოვნება (მინა, ხე, მეტალი, კერამიკა, მოზაიკა, ქაღალდი ან სხვა) პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ელექტრონული სახით წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები 1 იანვრიდან 1 მისამდე , რომლებიც შეფასდება ქართველი და საერთაშორისო ჟიურის მიერ და 1 ივლისს გამოვლინდება 10 ფინალისტი, ივლისი თვეში განხორციელდება 10 საუკეთესო ნაუმუშევრის ტრანსპორტირება. აგვისტოს თვეში მოხდება გამარჯვებული ნამუშევრების გამოფენა, საგამოფენო სივრცეებსა და ღია ცის ქვეშ, სპეციალურად ფესტივალისთვის გამოყოფილ ადგილას (ჩვენი ვარაუდით ეს უნდა იყოს 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორია, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია ან ერას მოედანი) გამარჯვებულის დასახელდება და საზეიმო ღონისძიება ჩატარდება სექტემბრის პირველ უიქენდზე ( ღონისძიების უიქენდებზე ჩატარება ხელს შეუწყობს მოწვეული სტუმრების, მონაწილეების და ჟიურის წევრების საჰაერო თუ საგზაო მიმოსვლის საკითხების ეფექტურად მოგვარებას) და გამარჯვებულს გადაეცემა კუთვნილი ჯილდო. ჟიურის წევრები და ფინალისტები კონკურსის გამო გამართული ღონისძიების ფარგლებში, ქალაქ ბათუმში ჩამოვლენ 2 ან 3 დღით (ფრენის განრიგის მიხედვით) ფინალისტების სურვილის შემთხვევაში მათი ნამუშევრები დარჩება ქალაქს
მოსალოდნელი შედეგი:
სხვადასხვა სახის სარეკლამო საშუალებებით ფესტივალის ცნობადობა გაიზრდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რაც სშუალებას მოგვცემს უფრო მეტად მომხიბვლელი გახდეს ჩვენი ქალაქი ტურისტებისთვის, ქალაქი ასევე უფრო მეტად საინტერესო გახდება ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის.
განმარტება:
ქ. ბათუმის მერის ბრძანება #729 პუნქტი გ.ზ. მერია ანხორციელებს საერთაშორისო ფესტივალების პროგრამას

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო