პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ბათუმი ჩადგეს და დარჩეს ევრიპული ქალაქების წრეში, რომელთათვის ჯანსაღი ცხოვრების წესი, განათლება და სპორტი ურყევი ფასეულობაა.
პანდემიის მიერ გამოწვეული თითქმის 3 წლიანი შესვენების შემდეგ უდიდესი სპორტული მოვლენის ცოცხალ რეჟიმში გულშემატკივრობა, ყველაზე ფართო აუდიტორრის მქონე ღონისძიებაში ფიზიკური და ვირტუალური მონაწილეობა, ახალი ვარსკვალები, განუმეორებელი მომენტები, ბედნიერი თაობები და დროის მიერ ხელუხლებელი ემოციები... მსოფლიო თასის მიმდინარეობით გამოწვეული და მოტანილი ბედნიერი წუთების გაზიარება, სწორედ ეს არის ჩვენი პროექტის განხორციელების მიზეზი.
განსაკუთრებულად აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ ბათუმს 2018 წელს "ევროპის სპორტის ქალაქი"-ს სტატუსი მიენიჭება.
ჩვენი მიზანია ამ სტატუსის შენარჩუნება და ქალაქი ვაქციოთ ერთი თვის განმავლობაში სპორტის ეპიცენტრად.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ზამთრის ბათუმში, ცხელი ტურისტული სეზონის შემდეგ დაბუდებულ სიჩუმეს, ხმაურით ხალისით და ემოციებით სავსე დღეებით აავსებს საფეხბურთო მსოფლიო ჩემპონატი. ჩვენი პროექტის მიზანია ქალაქში განსაკუთრებული, სპორტული, ყველასთვის გასაგები აურით სავსე სივრცის შექმნა, სადაც წაიშლება ზღვარი უმცროსსა და უფროსს შორის და ყველა გაერთიანდება მისი უდიდებულესობა სპორტის გარშემო.
ფართო ეკრანები, მეგობრული, ბათუმლებით და ქალაქის სტუმრების მიერ შექმნილი,მხოლოდ სპორტისთვის დამახასიათებელი მყუდრო გარემო, აზრთა გაცვლა, ახალგაზრდებისთვის უცნობი სპორტული ლეგენდები... გარინჩა, ბეკენბაუერი, როსსი, სოკრატესი, ვალდანო, კემპესი, ფრანჩესკოლი, ზამერი, როჟე მილა, ეგუიტა, ლაუდრუპები, მაჩაიძე, იამანიძე, ქართველი პროფესორი.... კატენაჩო, ტიკიტაკა... და ა.შ.
ამ სეხელების გაცოცხლება, ახალგაზრდების ინსპირაცია, უფროსი თაობის მოგონებები, და ლეგენდების ხილვა ერთ სივრცეში... ეს არის ჩვენი პროექტის აღწერილობაც, მიზანიც და შედეგიც.
პროექტის ფარგლებში მოხდება ჩემპიონატის განრიგის და ჩვენებების რეკლამირება, სივრცეში მოეწყობა ბიზნესის მიერ საკვები ობიექტები, სპონსორების მიერ დაგეგმილი გათამაშებები, რაც დამატებით დასაქმებულთა რაოდენობასაც გაზრდის.
მოსალოდნელი შედეგი:
საზაფხულო სეზონის შემდეგ, ჩვენი პროექტი იქნება ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ღონისძიება. ფიზიკური აუდიტორია შეადგენს 5 000-ზე მეტ ადამიანს, ხოლო ინტერნეტ სივრცით ფესტივალზე წვდომა ექნება დაახლოებით 60000 ათას მომხმარებელს.
პროექტის ფარგლებში მოეწობა ატრაქციონი - 11, რომეიც ხელს შეუქყობს როგორც ღონისძიების, ასევე ზოგადად სპორტის პოპულარიზაციას. ატრაქციონის მოწყობის და იჯარის ღიებულებაში შევა, მონტაჟი და დემონტაჟი ღია და დახურულ სივრცეშიც. პროექტის შედეგად მივიღებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
კომენტარები