განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ განაცხადის ფორმა არ არის სრულყოფილად შევსებული (არ არის განსაზღვრული ლოკაციები, კომუნიკაციის მიყვანა, შემდგომი ადმინისტრირების საკითხი და სხვა) და იდეა ატარებს კომერციულ ხასიათს, ელექტრო მანქანების დამუხტვის სანაცვლოდ მოქალაქეებმა უნდა გადაიხადონ გადასახადი, რაც სცდება მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას. ქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 აგვისტოს N18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ა" და "გ.დ" ქვეპუნქტების გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - განაცხადის ფორმა სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული; მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში წარდგენილი იდეები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს. შესაბამისად იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.
იდეა საინტერესოა. საჭიროა დაზუსტდეს, სად , ვის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ეს სადგურები, ვინ უნდ ამოახდინოს მათი ოპერირება და მართვა. ფასიანი იქნება თუ უფასო, თუ ფასიანია, მაშინ რამდენად ექნება დამატებითი მასტიმულირბელი ეფექტი, თუ ფასიანია- მაშინ ვინ გადაიხდის მოხმარებული ელ. ენერგიის საფასურს და ა.შ. ანუ წარმოსადგენია დეტალური ბიზნეს გეგმა.