იდეის ნომერი: 20172
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: იზოლდა ხალვაში
განხორციელების ვადა (დან): 2021-09-30
განხორციელების ვადა (მდე): 2021-09-30
ბიუჯეტი: 100000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

ელექტრომობილების დამუხტვის სადგური

20

5000

ელექტრომობილების დამუხტვის სადგური

პროექტის მიზანი:
ქალაქში ავტომობილების გამონაბოლქვის შემცირების მიზნით მოქალაქეების მოტივაციის გაზრდა ელექტრომობილების შეძენაზე
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ადმინისტრაციულ ერთეულში ელექტრომობილების დამუხტვის სადგურის არსებობა განაპირობებს მოქალაქეების დაინტერესებას შეიძინონ ელექტრომობილები და უარი თქვან შიგაწვის ძრავიან ავტომობილებზე. თუ ელექტრომობილების პარკირება იქნება უფასო და ადვილად ხელმისაწვდომი იქნება მიზერულ ფასად მისი დამუხტვა ეს განაპირობებს ქალაქში, განსაკუთრებით კი სარეკრეაციო ზონებში, ჰაერის გაჯანსაღებას.
მოსალოდნელი შედეგი:
ბათუმის პოპულარობის ზრდა ტურისტებისათვის და მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ განაცხადის ფორმა არ არის სრულყოფილად შევსებული (არ არის განსაზღვრული ლოკაციები, კომუნიკაციის მიყვანა, შემდგომი ადმინისტრირების საკითხი და სხვა) და იდეა ატარებს კომერციულ ხასიათს, ელექტრო მანქანების დამუხტვის სანაცვლოდ მოქალაქეებმა უნდა გადაიხადონ გადასახადი, რაც სცდება მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას. ქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 აგვისტოს N18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ა" და "გ.დ" ქვეპუნქტების გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - განაცხადის ფორმა სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული; მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში წარდგენილი იდეები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს. შესაბამისად იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

  1. 2021-10-06 13:04:20 მამუკა დარჩია

    იდეა საინტერესოა. საჭიროა დაზუსტდეს, სად , ვის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ეს სადგურები, ვინ უნდ ამოახდინოს მათი ოპერირება და მართვა. ფასიანი იქნება თუ უფასო, თუ ფასიანია, მაშინ რამდენად ექნება დამატებითი მასტიმულირბელი ეფექტი, თუ ფასიანია- მაშინ ვინ გადაიხდის მოხმარებული ელ. ენერგიის საფასურს და ა.შ. ანუ წარმოსადგენია დეტალური ბიზნეს გეგმა.

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო