განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ განაცხადი სრულყოფილად არ არის შევსებული, არ არის მითითებული ხარჯთაღრიცხვა, კონკრეტული ლოკაცია, შემდგომი ადმინისტრირების საკითხი და სხვა დეტალები, რომლებიც აუცილებელია პროექტის განხორციელებისათვის, აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ა" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნებს - „განაცხადის ფორმა სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული“. შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის. არ არის განცხადება სრულყოფილად შევსებული.
კომენტარები