ბარცხანის სკეიტ პარკი
პროექტის მიზანი:
1. რაიონის ვიზუალური და კულტურული განვითარება.
2. ქალაქ ბათუმში და საქართველოში პირველი პარკი,სადაც საშუალება ექნება სპორტსმენს ივარჯიშოს სრული წელიწადი ამინდის მიუხედავად.
3. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია/ხელშეწყობა.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ქალაქ ბათუმში, ბარცხანის რაიონში არის ხიდი, რომელსაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ რესტავრაცია ჩაუტარდა. ხიდის ქვეშ არის მოუვლელი ტერიტორია, რომელიც იძლევა საშუალებას გაშენდეს ღია ტიპის სკეიტ პარკი, სადაც მოქალაქე თუ ქალაქის სტუმარი ავ დარშიც შეძლებს ვარჯიშს. მსგავსი ტიპის ხიდი დასავლეთ ქვეყნების განვითარებულ ქალაქებში ფუნქციონირებადია არა მხოლოდ ავტომობილისთვის და აქვს კულტურული დანიშნულება. სკეიტ პარკი გამოყენებადია არა მხოლოდ სკეიტერებისთვის, არამედ სხვა სპორტსმენებისთვისაც - როლერებს,სკუტერისტებს,ველოსიპედისტებს ასევე ესაჭიროებათ სავარჯიშო მოედანი.
მოსალოდნელი შედეგი:
2019 წლიდან ბათუმს მიენიჭა სპორტის ქალაქის სტატუსი ევროპის მასშტაბით, აქედან გამომდინარე აღნიშნული პროექტი მოიზიდავს უცხოელ სტუმრებსაც. ასევე სკეიტბორდინგი 2020 წლიდან შევიდა ოლიმპიურ თამაშებში და აღსანიშნავია, რომ საქართველოში სკეიტბორდინგის ფედერაციაც არსებობს ამ სპორტის მიმართ დიდი ინტერესის გამო. ამინდიდან გამომდინარე ეს პორტი არის სეზონური, ხოლო ხიდის ინფრასტრუქტურა და გადახურული პარკი გვაძლევს საშუალებას, რომ სპორტსმენებმა მთელი წლის განმავლობაში შეძლონ ვარჯიში.
კომენტარები