კეთილი მასპინძელი
პროექტის მიზანი:
სოციალურად დაუცველი პატარების გამასპინძლება.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
აღსანიშნავია, რომ,ისეთი კვების ობიექტები, როგორებიცაა: ცეროდენა,მაგდონალდსი... თუნდაც, გასართობი ატრაქციონები (მაგ.ციცინათელა),სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ხელმიუწვდომელია ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. კარგი იქნება კეთილი ნების გამოჩენა და ამ ბავშვების გაბედნიერება ერთი დღით მაინც.
მოსალოდნელი შედეგი:
ბავშვები, რომლებთანაც განხორციელდება აღნიშნული იდეა, ადვილი წარმოსადგენია როგორი კმაყოფილები და ბედნიერები იქნებიან.რამეთუ, ხშირად მათ სევდიანი თვალებით უწევთ ყურება შეძლებული ოჯახების ბავშვების ყოველდღიურ ყოფაზე.მშობლები კი უძლურები არინ მათში სევდა სიხარულით შეცვალონ, ყველა ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი.
კომენტარები