ქვეითთათვის განკუთვნილი საფეხმავლო ხიდები გზებზე
პროექტის მიზანი:
გამომდინარე იმ სამწუხარო სტატისტიკიდან და რეალობიდან რომელიც არსებობს ქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით, აუცილებლად მიმაჩნია ქვეითთათვის გზის გადასასვლელი ხიდების შექმნა ქალაქის რამოდენიმე ლოკაციაში (საუკეთესო იქნება საპატრულო პოლიციის დახმარებით ყველაზე მოწყვლადი ლოკაციების დადგენა).
პორტის მიმდებარეთ არსებული ხიდიდან მომავალი ავტომობილების ნაკადს სამწუხაროდ არაერთი ქვეითი ემსხვერპლა.
პორტის კედლის გასწვრივ არსებული გზაზე, საფეხმავლო გადასვლისას შეუძლებელია ხედავდე ავტომობილს ორივე მხრიდან, გზის სიმრუდის გამო.
ასევე მაგალითად დელფინარიუმის წინ არსებული მუდმივი საცობი ტურისტების დიდი ოდენობით გზის გადაკვეთის გამო, განსაკუთრებით ზაფხულობით, ადვილად შეიძლება განიტვირტოს ერთი საფეხმავლო გადასასველი ხიდის არსებობით.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ხიდის კონსტრუკცია შეიძლება იყოს ნებისმიერი მოდელის, რომელიც ჩაჯდება ქალაქის ინტერიერში.
ხიდებზე სარეკლამე ბანერების განთავსება საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს დამატებითი სახსრები მოიპოვოს და საკუთარი ხარჯები დაფაროს, ან და გამოიყენოს სხვა დანიშნულებით.
ხიდებზე ვიდეო მონიტორინგის სიტემის და განათების სისტემის განთავსება მას დამატებით დატვირთვას შესძენს.
მოსალოდნელი შედეგი:
1. გზებზე არსებული რისკების შემცირება.
2. ქვეითთა უსაფრთხოების გარანტია,
3. საავტომობილო ტრაფიკის შემცირება.
გთხოვთ იდეის სათაურში სიტყვა საფეხმავლო ჩაასწოროთ.