გამოკვებე პლასტმასის ბოთლის ჩაგდებით უპატრონო ცხოველები
პროექტის მიზანი:
კვების აპარატებში პლასტმასის ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველები წყურვილს მოიკლავენ. კვების აპარატები რეციკლირების პროცესს უწყობს ხელს და მისი მუშაობა ეკოლოგიურ სისუფთავეს შეუწყობს ხელს, რაც ჩვენს ლამაზ ბათუმს უფრო გაალამაზებს.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
საწყის ეტაპზე ბათუმის ცენტრალურ უბნებში, ჯამში შეირჩევა სამი ლოკაცია სადაც შესაძლებელი იქნება ამ აპარატის განთავსება. აპარატის მოხმარება მარტივია. შეგიძლიათ ჩააგდოთ მასში პლასტმასის ბოთლი და ძაღლისთვის საკვები ჩამოიყრება, ასევე, სასმელი წყალიც.
მოსალოდნელი შედეგი:
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საგანგებო მდგომარეობის დროს მიუსაფარ ძაღლებსაც მიექცეს ყურადღება, ისინი ნამდვილად იმსახურებენ მეტ ყურადგღებასა და სითბოს. ვფიქრობ ეს იდეა რომელიც ავღწერე დაეხმარება მათი არსებობის გახანგძლივებას და ასევე გარემოსთვის, ანუ ისევ ჩვენთვის იქნება სასიკეთო რადგან მოხდება გარემოს დაცვა და გასუფთავება მავნე პოლიეთინელის ბოთლებისგან რომელიც ქალაქში ხშირად უმისამართოდ გდია.
კომენტარები