იდეის ნომერი: 20204
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ბექა გელაშვილი
განხორციელების ვადა (დან): 2022-12-14
განხორციელების ვადა (მდე): 2023-12-06
ბიუჯეტი: 9900
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

მონტაჟის საფასური

6

450

პირველი დახმარების ყუთი

6

1200

ბათუმს სჭირდება

პროექტის მიზანი:
ტურისტული სერვისების მზარდ ქალაქში, განსაკუთრებით ბულვარის ტერიტორიაზე , სადაც უამრავი ადამიანი გადაადგილდება პრაქტიკული იქნება განთავსდეს პირველი დახმარების ნივთების ყუთი. სადაც, შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ პირველადი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ნივთები.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ბათუმის ბულვარში, პარკებში , სკვერებში, იქ სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გადაადგილდება იქნება ეს ფეხით მოსიარულე , თუ სხვა ტრანსპორტის საშუალებით მოძრავი , როგორიცაა მაგალითად : 1. ველოსიპედის სხვადასხვა სახეობები, 2. მოპედი, 3. გორგოლაჭებით, 4."სკეიტბორდით", 5. ელექტროსკუტერით და ა.შ. ადგილი აქვს სხვადასხვა სახის ინციდენტებს , რომელიც ამასთანავე დაკავშირებულია მცირე ტრავმებთან, გამოწვეული ამავე ტექნიკით და არამარტო ... დაზიანებული ადამიანი, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მოსვლამდე შეძლებს დაიმუშავოს საჭიროებისამებრ. თითოეულ ჰერმეტულად დახურულ ყუთში იქნება მოთავსებული (first aid kits) პირველი დახმარების ნივთები. პ.ს. ამავდროულად განთავსებულ ყუთებში მოთვსებული იქნება შესაბამისი ბროშურები მოხმარების წესებით . . .
მოსალოდნელი შედეგი:
განთავსდება ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე და ცენტრალურ პარკში. ჯამში 6 ერთეული ყუთი. ბულვარის ტერიტორიაზე 5 (ხუთი ცალი) და ცენტრალურ პარკში 1 (ერთი ცალი).
განმარტება:
ბათუმში ნებისმიერი სახის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის დადგმა - არ დადგმის მიზანშეწონილების განსაზღვრა წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია) უფლებამოსილებას (მათი თანხმობის/შეთანხმების გარეშე, არ ხდება ძეგლის (ან სხვა) განთავსება) და არ ხდება წინასწარი თანხმობის მიღება. შესაბამისად, იდეის განხორციელება გამარჯვების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს გადაწყვეტილებით აღნიშული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე.

კომენტარები

  1. 2022-12-21 08:09:16 მამუკა დარჩია

    იდეა საინტერესოა. დასაზუსტებელია, ხარჯთაღრიცხვაში მითიტებული "პირველადი დახმარების ყუთი" მოიცავს თუ არა უშუალოდ პირველადი დახმარების ნივთებს და კონკრეტულად რას?. ასევე დასაზუსტებელია შემდგომი ოპერირების პროცედურები- როგორ უნდა მოხდეს მასალის ხარჯვის მონიტორინგი და ვინ უნდა უზრუნველყოს მოხმარებული საგნების შევსება, ასევე ყუთზე წვდომის მექანიზმი- წარმოდგენილ ილუსტრაციებზე ჩანს კოდირებული საკეტი. თუ კოდი საჯაროა, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს მის არსებობას. თუკი კოდის მისაღებად რაიმე პროცედურების (ვერიფიკაციის) პროცედურებია საჭირო, მაშინ რამდენად მოქნილი და დროში გაწელილია ეს პროცედურები?

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო