პროექტის მიზანი:
ტურისტული სერვისების მზარდ ქალაქში, განსაკუთრებით ბულვარის ტერიტორიაზე , სადაც უამრავი ადამიანი გადაადგილდება პრაქტიკული იქნება განთავსდეს პირველი დახმარების ნივთების ყუთი. სადაც, შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ პირველადი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ნივთები.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ბათუმის ბულვარში, პარკებში , სკვერებში, იქ სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გადაადგილდება იქნება ეს ფეხით მოსიარულე , თუ სხვა ტრანსპორტის საშუალებით მოძრავი , როგორიცაა მაგალითად : 1. ველოსიპედის სხვადასხვა სახეობები, 2. მოპედი, 3. გორგოლაჭებით, 4."სკეიტბორდით", 5. ელექტროსკუტერით და ა.შ. ადგილი აქვს სხვადასხვა სახის ინციდენტებს , რომელიც ამასთანავე დაკავშირებულია მცირე ტრავმებთან, გამოწვეული ამავე ტექნიკით და არამარტო ... დაზიანებული ადამიანი, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მოსვლამდე შეძლებს დაიმუშავოს საჭიროებისამებრ. თითოეულ ჰერმეტულად დახურულ ყუთში იქნება მოთავსებული (first aid kits) პირველი დახმარების ნივთები.
პ.ს. ამავდროულად განთავსებულ ყუთებში მოთვსებული იქნება შესაბამისი ბროშურები მოხმარების წესებით . . .
იდეა საინტერესოა. დასაზუსტებელია, ხარჯთაღრიცხვაში მითიტებული "პირველადი დახმარების ყუთი" მოიცავს თუ არა უშუალოდ პირველადი დახმარების ნივთებს და კონკრეტულად რას?. ასევე დასაზუსტებელია შემდგომი ოპერირების პროცედურები- როგორ უნდა მოხდეს მასალის ხარჯვის მონიტორინგი და ვინ უნდა უზრუნველყოს მოხმარებული საგნების შევსება, ასევე ყუთზე წვდომის მექანიზმი- წარმოდგენილ ილუსტრაციებზე ჩანს კოდირებული საკეტი. თუ კოდი საჯაროა, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს მის არსებობას. თუკი კოდის მისაღებად რაიმე პროცედურების (ვერიფიკაციის) პროცედურებია საჭირო, მაშინ რამდენად მოქნილი და დროში გაწელილია ეს პროცედურები?