პროექტის დასაბუთება და აღწერა:
მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რომ მომხდარიყო ნარჩენების სეპარაცია საბოლოო ჯამში მაინც ვერ იმუშავა, ერთი უბრალო მიზეზის გამო რომ სეპარირებული ნარჩენების მართვა ვერ ხერხდება, ადამიანების უმრავლესობა ნაგვის ყუთებზე განთავსებულ ე.წ სახელურებზე პოლიეთილენის პარკებით კიდებს პურეულს, სხვა ადამიანებისთვის, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ აღნიშნულს. (ცხოველებისთვის, შინაური ფრინველებისთვის და ა.შ) მოგეხსენებათ ეს ძლიან არაკომფორტულია, პოლიეთილენის პარკები ადვილად ზიანდება რაც ანაგვიანებს გარემოს. ჩვენი იდეის ფარგლებში გთავაზობთ სპეციალური ბოქსების დამზადებას, რომელიც საკიდის საშუალებით დამაგრდება არსებულ ნაგვის ყუთებზე და იქნება გერმეტულად დახურული, მასში წვიმის არ მოხვედრის მიზნით, ნებისმიერ მსურველს შეეძლება ბოქსიდან პურეულის ამოღება და საჭიროებისამებრ გამოყენება. სანდასუფთავების სამსახურისთვის ბოქსი მუშაობის ხელშემშლელი ვერ გახდება, რადგან მისი საკიდი მარტივი მექანიზმია და ადვილად გადაადგილებადია.
ქალაქში არსებულ ნაგვის ურნებზე განთავსდება სპეციალური ბოხსები პურეულის ნარჩენებისთვის.
მოსალოდნელი შედეგი:
მოსალოდნელი შედეგია გარემოს დაცვა, მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, ნარჩენების მეორადი გამოყენება, მიუსაფარი ცხოველების გამოკვების საშუალება.
კომენტარები