იდეის ნომერი: 20206
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ილია შავიშვილი
განხორციელების ვადა (დან): 2023-05-09
განხორციელების ვადა (მდე): 2023-09-09
ბიუჯეტი: 10000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

პურის ბოქსები

100

100

დამატებით ფაილები

პურის ბოქსები

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ნარჩენების გონივრული მართვა.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რომ მომხდარიყო ნარჩენების სეპარაცია საბოლოო ჯამში მაინც ვერ იმუშავა, ერთი უბრალო მიზეზის გამო რომ სეპარირებული ნარჩენების მართვა ვერ ხერხდება, ადამიანების უმრავლესობა ნაგვის ყუთებზე განთავსებულ ე.წ სახელურებზე პოლიეთილენის პარკებით კიდებს პურეულს, სხვა ადამიანებისთვის, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ აღნიშნულს. (ცხოველებისთვის, შინაური ფრინველებისთვის და ა.შ) მოგეხსენებათ ეს ძლიან არაკომფორტულია, პოლიეთილენის პარკები ადვილად ზიანდება რაც ანაგვიანებს გარემოს. ჩვენი იდეის ფარგლებში გთავაზობთ სპეციალური ბოქსების დამზადებას, რომელიც საკიდის საშუალებით დამაგრდება არსებულ ნაგვის ყუთებზე და იქნება გერმეტულად დახურული, მასში წვიმის არ მოხვედრის მიზნით, ნებისმიერ მსურველს შეეძლება ბოქსიდან პურეულის ამოღება და საჭიროებისამებრ გამოყენება. სანდასუფთავების სამსახურისთვის ბოქსი მუშაობის ხელშემშლელი ვერ გახდება, რადგან მისი საკიდი მარტივი მექანიზმია და ადვილად გადაადგილებადია. ქალაქში არსებულ ნაგვის ურნებზე განთავსდება სპეციალური ბოხსები პურეულის ნარჩენებისთვის.
მოსალოდნელი შედეგი:
მოსალოდნელი შედეგია გარემოს დაცვა, მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, ნარჩენების მეორადი გამოყენება, მიუსაფარი ცხოველების გამოკვების საშუალება.
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ საპროექტო განაცხადი ითვალისწინებდა სპეციალური პურის ბოქსების დამზადებას, რომელიც საკიდის საშუალებით დამაგრდებოდა არსებულ ნაგვის ურნებზე და იქნებოდა გერმეტულად დახურული. იდეაში მოცემული კონტეინერების დამზადების შესაძლებლობის დასადგენად და საერთაშორისო პრაქტიკის შესასწავლად ჩატარდა ბაზრის კვლევა, ასევე, შესაბამისი კომუნიკაცია განხორციელდა იდეის ავტორთან და დადგინდა, რომ მსგავსი კონტეინერები საერთოდ არ იწარმოება და იდეის განხორციელებისათვის საჭიროა კონტეინერების წარმოების დაწყება, რაც დღეისათვის იდეის განხორციელებას შეუძლებელს ხდის. შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო