იდეის ნომერი: 20209
სტატუსი: გამარჯვებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: თეონა ყურშუბაძე
განხორციელების ვადა (დან): 2023-03-01
განხორციელების ვადა (მდე): 2023-08-31
ბიუჯეტი: 170900
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

სახლი

110

180

წყლის და საკვების ჯამი თავისი დასადგამით

50

50

სამაგრი კაუჩუკი

50

30

სტიკერები ურნებზე

100

1

კომპლექსური აცრა

2000

13.5

რეკრეაციული ზონა

1

120000

ჩვენი ბათუმელი ცუგუნები

პროექტის მიზანი:
შევუქმნათ მიუსაფარ ცხოველებს მინიმალური პირობები,რათა შეძლონ მათ თავის გატანა ქუჩებში.ჩავუდგათ მიუსაფარ ცხოველებს სახლუკები სხვა და სხვა ლოკაციებზე,მივაბაროთ სახლუკები მიმკედლებლებს,რომლებიც ყოველ დღე ნახულობენ და კვებავენ მიუსაფარ ცხოველებს.ქალაქის ტერიტორიაზე ისეთ ადგილებში,სადაც ხშირად ვხედავთ მიუსაფარ ცხოველებს დაიდგას წყლის და საკვების ჯამები(მოისაზრება სკვერები,ბულვარის და პარკის ტერიტორია,ასევე მთავარი ქუჩები). დაყენდეს საბმელის დასამაგრებელი კაუჩუკები ბანკების,აფთიაქების,მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების კედლებზე(ამით თავიდან ავიცილებთ იმ დისკომფორტს,რასაც ძირითადად პატრონები აწყდებიან მსგავს ადგილებში,ვერ შედიან ცხოველთან ერთად). ასევე აუცილებელია სკვერების,პარკების,ბულვარის და მთავარი ქუჩების ტერიტორიაზე დამონტაჟდეს სპეციალური ბოქსები კაკეტებით( ეს იმისთვის,როდესაც ცხოველი მოისაქმეს მიხედოს პატრონმა ქუჩაში სისუფთავეს და თავიდან ავიცილოთ ქუჩების ფეკალიებით დაბინძურება).
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიუსაფარი ცხოველების 1 დოზა კომპლექსური ვაქცინით აცრა,რათა თავიდან ავაცილოთ მიუსაფარ ცხოველებს ისეთი გამავრცელებელი და გადამდები მათთვის სასიკვიდლო დაავადებები,როგორიც არის ჭირი და ენტერიტი.ცხოველის ვაქცინირება დამატებით დაევალოს 2023 წლის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას,რომელთანაც მერიის მხრიდან გაფორმებული იქნება ხელშეკრულება მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია/ცოფის აცრა/რევაქცინაციაზე.
მოსალოდნელი შედეგი:
რაც შეეხება პატრონიანი ცხოველების რეკრეაციულ ზონებს,როგორც ვიცით ძაღლებს სჭირდებათ რეგულარული ვარჯიში,რათა შეინაეჩუნონ ფორმა,აქტიურობა და სტიმულირება.ვარჯიში არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი ძაღლის ფიზიკური აქტივობის უზრუნველსაყოფად,ის ასევე იძლევა მოსაქმების,გამოკვლევის,კვლევისა და ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან ურთიერთობის შესაძლებლობებს.ამიტომ არსებობს უამრავი მიზეზი იმის,რომ ნებსმიერმა ცხოველმა ისარგებლოს იმ საშუალებებით,რომლებსაც ცხოველების სასეირნო მოედანი გვთავაზობს. მოედანზე უნდა განთავსდეს გასართობი რგოლები,ასასვლელი კიბეები,ლაბირინთები,ქვიშა. ტერიტორია აუცილებლად უნდა იყოს შემოღობილი და დაცული,უნდა ჰქონდეს ლამპიონებით განათება,პატრონმა უნდა უზრუნველყოს დაიცვას მოედანზე ჰიგიენა,ამისთვი საჭიროა ამმოედნებზეც დამონტაჟდეს სპეციალური ზემოთ ხსენებული ურნები,წყლის ჯამები.

კომენტარები

  1. 2023-02-08 10:58:01 ირინე რიჟვაძე

    ძალიან მიხარია, რომ მსგავს პრობლემას პროფესიონალი, ღირსეული და ნამდვილი ქალაქელები ჩაუდგებიან სათავეში და მართლაც აიღებენ პასუხისმგებლობას, ჩვენც როგორც შეგვეძლება ისე უნდა დავუდგეთ გვერდით... და არა როგორც ზოგიერთმა იკადრა (აღარ გავაგრძელებ მათ გახსენებას)... მადლობა და წარმატებები!!!

  2. 2023-02-08 14:22:47 ლამზირა თებიძე

    წარმატებები

  3. 2023-02-08 14:42:04 მზევინარ ფარსენაძე

    წარმატებები

  4. 2023-02-08 14:45:49 მაია სიხარულიძე

    იმედი მაქ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზეც იზრუნებს ჩვენი ქალაქი

  5. 2023-02-08 17:30:04 ლალი ლომთათიძე

    წარმატებები ყველას - ბათუმელ ცუგებსა და ცხოველთმოყვარულებს! <3 <3

  6. 2023-02-12 13:34:02 დიმიტრი კოზლოვი

    lets add cats in this program. Cats needed vacination and other...

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო