ჩვენი ბათუმელი ცუგუნები
პროექტის მიზანი:
შევუქმნათ მიუსაფარ ცხოველებს მინიმალური პირობები,რათა შეძლონ მათ თავის
გატანა ქუჩებში.ჩავუდგათ მიუსაფარ ცხოველებს სახლუკები სხვა და სხვა
ლოკაციებზე,მივაბაროთ სახლუკები მიმკედლებლებს,რომლებიც ყოველ დღე
ნახულობენ და კვებავენ მიუსაფარ ცხოველებს.ქალაქის ტერიტორიაზე ისეთ
ადგილებში,სადაც ხშირად ვხედავთ მიუსაფარ ცხოველებს დაიდგას წყლის და საკვების
ჯამები(მოისაზრება სკვერები,ბულვარის და პარკის ტერიტორია,ასევე მთავარი ქუჩები).
დაყენდეს საბმელის დასამაგრებელი კაუჩუკები ბანკების,აფთიაქების,მაღაზიების და
სავაჭრო ცენტრების კედლებზე(ამით თავიდან ავიცილებთ იმ დისკომფორტს,რასაც
ძირითადად პატრონები აწყდებიან მსგავს ადგილებში,ვერ შედიან ცხოველთან ერთად).
ასევე აუცილებელია სკვერების,პარკების,ბულვარის და მთავარი ქუჩების ტერიტორიაზე
დამონტაჟდეს სპეციალური ბოქსები კაკეტებით( ეს იმისთვის,როდესაც ცხოველი
მოისაქმეს მიხედოს პატრონმა ქუჩაში სისუფთავეს და თავიდან ავიცილოთ ქუჩების
ფეკალიებით დაბინძურება).
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიუსაფარი ცხოველების 1 დოზა კომპლექსური
ვაქცინით აცრა,რათა თავიდან ავაცილოთ მიუსაფარ ცხოველებს ისეთი გამავრცელებელი
და გადამდები მათთვის სასიკვიდლო დაავადებები,როგორიც არის ჭირი და
ენტერიტი.ცხოველის ვაქცინირება დამატებით დაევალოს 2023 წლის ტენდერში
გამარჯვებულ კომპანიას,რომელთანაც მერიის მხრიდან გაფორმებული იქნება
ხელშეკრულება მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია/ცოფის
აცრა/რევაქცინაციაზე.
მოსალოდნელი შედეგი:
რაც შეეხება პატრონიანი ცხოველების რეკრეაციულ ზონებს,როგორც ვიცით ძაღლებს
სჭირდებათ რეგულარული ვარჯიში,რათა შეინაეჩუნონ ფორმა,აქტიურობა და
სტიმულირება.ვარჯიში არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი ძაღლის ფიზიკური აქტივობის
უზრუნველსაყოფად,ის ასევე იძლევა მოსაქმების,გამოკვლევის,კვლევისა და
ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან ურთიერთობის შესაძლებლობებს.ამიტომ
არსებობს უამრავი მიზეზი იმის,რომ ნებსმიერმა ცხოველმა ისარგებლოს იმ
საშუალებებით,რომლებსაც ცხოველების სასეირნო მოედანი გვთავაზობს. მოედანზე
უნდა განთავსდეს გასართობი რგოლები,ასასვლელი კიბეები,ლაბირინთები,ქვიშა.
ტერიტორია აუცილებლად უნდა იყოს შემოღობილი და დაცული,უნდა ჰქონდეს
ლამპიონებით განათება,პატრონმა უნდა უზრუნველყოს დაიცვას მოედანზე
ჰიგიენა,ამისთვი საჭიროა ამმოედნებზეც დამონტაჟდეს სპეციალური ზემოთ ხსენებული
ურნები,წყლის ჯამები.
ძალიან მიხარია, რომ მსგავს პრობლემას პროფესიონალი, ღირსეული და ნამდვილი ქალაქელები ჩაუდგებიან სათავეში და მართლაც აიღებენ პასუხისმგებლობას, ჩვენც როგორც შეგვეძლება ისე უნდა დავუდგეთ გვერდით... და არა როგორც ზოგიერთმა იკადრა (აღარ გავაგრძელებ მათ გახსენებას)... მადლობა და წარმატებები!!!
წარმატებები
წარმატებები
იმედი მაქ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზეც იზრუნებს ჩვენი ქალაქი
წარმატებები ყველას - ბათუმელ ცუგებსა და ცხოველთმოყვარულებს! <3 <3
lets add cats in this program. Cats needed vacination and other...