#20209 ჩვენი ბათუმელი ცუგუნები
შევუქმნათ მიუსაფარ ცხოველებს მინიმალური პირობები,რათა შეძლონ მათ თავის
გატანა ქუჩებში.ჩავუდგათ მიუსაფარ ცხოველებს სახლუკები სხვა და სხვა
ლოკაციებზე,მივაბაროთ სახლუკები მიმკედლებლებს,რომლებიც ყოველ დღე
ნახულობენ და კვებავენ მიუსაფარ ცხოველებს.ქალაქის ტერიტორიაზე ისეთ
ადგილებში,სადაც ხშირად ვხედავთ მიუსაფარ ცხოველებს დაიდგას წყლის და საკვების
ჯამები(მოისაზრება სკვერები,ბულვარის და პარკის ტერიტორია,ასევე მთავარი ქუჩები).
დაყენდეს საბმელის დასამაგრებელი კაუჩუკები ბანკების,აფთიაქების,მაღაზიების და
სავაჭრო ცენტრების კედლებზე(ამით თავიდან ავიცილებთ იმ დისკომფორტს,რასაც
ძირითადად პატრონები აწყდებიან მსგავს ადგილებში,ვერ შედიან ცხოველთან ერთად).
ასევე აუცილებელია სკვერების,პარკების,ბულვარის და მთავარი ქუჩების ტერიტორიაზე
დამონტაჟდეს სპეციალური ბოქსები კაკეტებით( ეს იმისთვის,როდესაც ცხოველი
მოისაქმეს მიხედოს პატრონმა ქუჩაში სისუფთავეს და თავიდან ავიცილოთ ქუჩების
ფეკალიებით დაბინძურება).