Street Art Wall
პროექტის მიზანი:
- მემედ აბაშძის გამზირზე მდებარე კედლის გადაკეთება ქუჩის გალერეად.
- ხელოვანების ნამუშევრების (პრინტარტი, კომპიუტერული გრაფიკა, ვიდეო-აუდიო წარმოდგენები, ქანდაკება) გამოფენა და პოპულარიზაცია.
- გამორჩეული, თანამეროვე ტურისული ლოკაციის შექმნა ქალაქ ბათუმში.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ბათუმი არის მულტიკულტურული და ტურისტული ქალაქი, რომელსაც თანამედროვე ხელოვნების წარმოსაჩენად ესაჭიროება ალტერნატიული საგამოფენო სივრცეები. ბათუმში ჩამოსულ ტურისტებს, ტრადიციულ კულტურულ სანახაოებთან ერთად, უნდა ჰქონდეთ ადგილობრივი თანამედროვე ხელოვნების გაცნობის შესაძლებლობა. დღეს ასეთი ლოკაციები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა ტურისტულ ჯგუფებში. ასევე, ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალგაზრდა ხელოვანებმა წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და ნამუშევრები გააცნონ ფართო საზოგადოებას.
მოსალოდნელი შედეგი:
მემედ აბაშიძის გამზირზე არსებული კედელი წლების განმავლობაში იყო ძველი, ნახევრად ჩამოხეული აფიშების და უსახური სარეკლამო მასალების ადგილი, რაც იწვევდა ქუჩის ვიზუალურ დაბინძურებას. 2016 წლიდან Art Up ქუჩის გალერეამ გაასუფთავა ეს კედელი და განათავსა სამი საგამოფენო ბოქსი, სადაც უკვე მოეწყო 30 ზე მეტი ქართველი და უცხოელი ხელვანის გამოფენა. დღეს, ეს კედელი არის ქალაქის კულტურის ნაწილი. გვაქვს სურვილი, რომ მთლიანად ავითვისოთ კედელი და გადავაქციოთ ის თანამედროვე ხელოვნების ქუჩის გალერეად, სადაც განთავსებული იქნება რამოდენიმე, უფრო დიდი ზომის საგამოფენო არტ ბოქსი, სპეციალური მონიტორები ვიდეო-გრაფიკული ნამუშევრების და ვიზუალური ხელოვნების წარმოდგენისთვის, ასევე მცირე ზომის ქანდაკებები და სხვა. იხილეთ დაახლოებით დემონსტრაცია თანდართულ ფაილებში. გამოფენები პერიოდულად შეიცვლება, ხოლო იდეების მიღება იწარმოებს ვებ გვერდის www.artup.ge საშუალებით.
ხელოანებისთვის გამოცხადდება ნამუშევრების მიღება, სპეციალური ონლაინ ფორმით, ჩვენ ვებ გვერდზე www.artup.ge
კომენტარები