იდეის ნომერი: 20069
სტატუსი: გამარჯვებული
ხმების რაოდენობა:765
ავტორი: ნიკოლოზ კიკვაძე
განხორციელების ვადა (დან): 2020-03-01
განხორციელების ვადა (მდე): 2020-06-30
ბიუჯეტი: 40600
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

მწვრთნელის ჰონორარი

10

1600

{

პიარ მენეჯერი(FB და you tube მართვა)

2

2000

{

ფოტოგრაფი

2

1200

{

ვიდეოგრაფი+მონტაჟი

2

2000

{

თამაშების მდივანი

3

200

{

შოუმენი

1

200

{

DJ

1

800

{

მსაჯი

1

400

{

სტიკერი

50

6

{

საკალათბურთო ფორმა(ორ ფერში)

60

100

{

საკალათბურთო ბურთი

30

50

{

ე.წ. ფიშკები

40

10

{

გიორგი ცინცაძის ჩამოყვანისა და განთავსების ხარჯები

1

1000

{

მომღერლის ჰონორარი

1

3000

დამატებით ფაილები

ქუჩის კალათბურთი

პროექტის მიზანი:
პროექტის უმთავრესი მიზანია, სპორტის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. ასევე ახალი ტალანტების აღმოჩენა, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ მათი ნიჭის შესახებ, ან პირიქით პერსპექტიული ბავშვებისათვის ხელის შეწყობა, გამოიჩინონ თავი და დაანახონ საკუთარი შესაძლებლობები არამარტო ბათუმს, არამედ მთელს მსოფლოს! პროექტის კიდევ ერთი მიზანია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, ასევე კომპიუტერული მონიტორებიდან მჯდომი და დროის მფლანგველი ქუჩაში მდგომი ადამინების ჩვენი ქალაქის სტადიონებზე გადმოყვანა. მნიშვნელოვან მიზნად რჩება, ის ფაქტიც, რომ ბათუმს განვუმტკიცოდ ევროპის სპორტის ქალაქის წოდება. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ პროექტის ორგანიზებაში იყვნენ ჩართულნი ბათუმელი ახალგაზრდები, რომლებსაც ექნებათ პროექტის განმავლობაში 4 თვიანი სტაბილური სამსახური. ჩვენს ქალაქში კალათბურთისადმი სიყვარულის გაღვივება და ახალგაზრდების სტიმულირება, რათა აქტიურ სპორტში ჩაებან. ბათუმელი ახალგაზრდებისთვის დიდი ხნის ოცნების ასრულება, რასაც ამხელა მასშტაბური საკალათბურთო ტურნირის ჩატარებაა.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ჩემთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისათვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდებში სპორტისადმი სიყვარულის გაღვივება, ვცდილობდი სხვადასხვა ფორმით ამ უკანასკნელის შესრულებას, მაგრამ ჩემი ბალტიის პირეთში სწავლის დროს მივხვდი, რომ ეს დიდი ნაბიჯი უნდა გადამედგა, და იქ მიღებული ცოდნა გამეზიარებინა საკუთარი ქვეყნისათვის, პროექტი "ქუჩის კალათბურთი" იქნება ანალოგი ლიტვის საკალათბურთო ფედერაციისა, რომლებმაც ძალინ დიდი ხნის წინ დაიწყეს ეზოებსა და უბნებში საკალათბურთო ტურნირების ჩატარება და ახალგაზრდების სტიმულირება სპორტისადმი, რათა უამრავი ტალანდი აღმოეჩინათ, რომლებიც უბრალოდ ვერ ან არ დადიოდნენ სხვადასხვა საკალათბურთო აკადემიებში! შედეგმაც არდააყოვნა და ამ პატარა სახელმწიფოს უკვე მრავალი წელია ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრები მსოფლიო მასშტაბით! პროექტის პირველ ეტაპზე, შეიქმნება „FACEBOOK” გვერდი, ასევე You to be არხიც, რათა ჯერ ინფორმაცია გავარცელოთ თავდაპირველად ქალაქის მასშტაბით, პროექტის ბენეფიციარების მოსაზიდად, ხოლო შემდეგ ზემოთ აღნიშნულს ექნება დამატებითი ორი ფუნქცია: 1.პროექტს ჰქონდეს საკუთარი სპორტული სოციალური არხი, რომელზეც იქნება ატვირთული ვარჯიშების ამსახველი ვიდეო-ფოტო მასალა, საიმიჯო და დამონტაჟებული ვიდეო კლიპები, ინტერვიუები პროექტში ჩართულ ახალგაზრდებთან და ასევე მათ მშობლებთან, რათა ცალსახად იყოს ნაჩვენები „ქუჩის კალათბურთის“ არსი, მიზნები და გავიდეთ უფრო დიდ მასებზე. 2. you to be არხის საშულებით კი მთელს მსოფლიოს დავანახებთ და გავაგებინებთ თუ როგორ დონეზე არის სპორტი განვითარებული ბათუმში, როგორ უყვართ ის აქაურ ახალგაზრდებს, პატარა პორტსმენების ვიდოებს მთელი მსოფლიოს ახალგაზრდები ნახავენ ყოველკვირეუ რეჟიმში. ამ ყველაფერზე იმუშავებს PR მენეჯერები, ფოტო და ვიდეოგრაფები, მონტაჟისტები, რადგან პროექტი შეიფუთოს იმ დონეზე, რომ ბათუმს განვუმტკიცოდ ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული და მთავარი ერთის მხრივ, ბავშვებს რომლებსაც სურდათ გამხდარიყვნენ კალათბურთელები გავუღვიოთ კალათბურთის სიყვარული და თავი ვაგრძნობინოთ ნამდვილ ვარსკვლავებად ავუხდინოთ ოცნებები, ხოლო მეორეს მხრივ, დანარჩენებს გავუჩინოთ სურვილი სპორტში ჩართვისადმი და შევაყვაროთ ჯანსაღი ცხოვრების წესი და კალათბურთი. მეორე ეტაპზე, ბათუმში ავარჩევთ 10 საკალათბურთო მოედანს, თითეული მათგანი იქნება ქალქის სხვადასხვა უბანში, აღნიშნული მოედნები მოემსახურება ვარჯიშების ჩატარებას ლოკალური უბნის ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც ექნებათ სურვილი უფასოდ მიიღონ საკალათბურთო განათლება, წესები. ასევე აირჩევა 10 ადგილობრივი ახალგაზრდა, რომლებიც შეასრულებენ მწვრთნელის ფუნქცია-მოვალეობებს, ასწავლიან დაინტერესებულ პირებს კალათბურთის წესებს, მეტოქის პატივისცემას, განუვითარებენ ბურთის ტარების ტექნიკას, სროლას და ა.შ. ამ ყველაფრის განსახორციელებლად დასჭირდბათ საკალათბურთო ბურთები და სხვა დამხმარე ეკიპირება მაგალითისთის( ე.წ. „წინაღობები“, „ფიშკები“), რათა სავარჯიშო პროცესი იყოს გამართული და ახალგაზრდებს შევუქმნათ ნამდვილი პროფესიონალური გარემო. ვარჯიშები გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა მოვიდეს შეთანხმებულ დროს მოედანზე და მიიღოს უფასოდ საკალათბურთო განათლება, ამ სავარჯიშო პერიოდის განმავლობაში მწვრთნები კარგათ დააკვირდებიან მოსულ მოთამაშეებს და დააკომპლექტებენ 6 კაციან უბნის ნაკრებებს, რომლებიც პროექტის ბოლო ფაზაში გასამართ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. მესამე ეტაპი: ზემოთ აღნიშნულ საკალათბურთო ნაკრებებს, შევუკერავთ ფორმებს, რომელსაც ეწერება უკან ნომერი და წინ უბნის სახლწოდება, მოთამაშეებს მოვუწყობთ განსაკუთრებულ ფოტოსესიებს და დავბეჭდავთ ბანერებზე, რომლებსაც გავაკრავთ მთელი ქალაქის მასშტაბით სპეცილურად განკუთვნილ ადგილებში. ასეთი მიდგომით პროექტის ბენეფიციარებს ვაჩუქებთ უამრავ დადებით ემოციას. პროექტის ბოლო, 4 ეტაპზე: გუნდები დაიწყებენ მატჩების გამართვას ერთმანეთთან, რომელიც გაგრძელდება 1 თვის განმავლობაში, ამისათვის კი იქნება საჭირო საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც გააფორმებს ტურნირის დასკვნის ფაზას, კონკრეტულად კი : მთავარი მსაჯი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ტურნირის მსვლელობა, შოუმენი- ადამიანი, ვინც ქმნის განწყობას და ამავდროულად წარმოდგენილი იქნება როგორც კომენტატორი, მისი გამონატქვამები ერთი ასად გაზრდის სანახაობას, ასევე ძალიან საჭიროა მატჩის მდივანი( რაოდენობა 3), რომლებიც ავსებენ თითეული თამაშის ოქმებს,ითვლიან ქულებს, ჯარიმებს და ა.შ. ბოლოს კი ამ ყველაფერს თან უნდა აფორმებდეს DJ არტისტი, რადგან შევქმნათ ნადვილი საკალათბურთო ზეიმი! ტურნირი გაიმართება ოლიმპიური სისტემით, ხოლო ფინალის დღეს მოწვეული იქნება საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი ცინცაძე, ეს იქნება დამატებითი სტიმული სპორცმენებისთვის, რადგან მას აქვს საოცარი ალღო ტალანტების ამოცნობისა. ასევე ის ერთადერთი მოქმედი კალათბურთელია იმ „ოქროს თაობისა“ რომლებმაც საქართველო A დვიზიონში დააბრუნეს და ზედიზედ ითამაშეს ევრობასკეტი, ხოლო ტურნირის დაასრულებს პოპულარული და ახალგაზრდების საყვარელი რეპერი ზაზა ნოზაძე.
მოსალოდნელი შედეგი:
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ პროექტი საკმაოდ რეზონანსული იქნება, ყველაზე მთავარი შედეგი კი ის იქნება, რომ ბათუმს პროექიდან გამომდინარე დარჩება ჯანსაღი ახალგაზრდები, რომლებიც დამუხტულნი იქნებიან იმ დადებითი, ემოციებით,რომელსაც გადასდებენ ყველა მათ გვერდით მყოფ ადამიანს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მსგავსი ტიპის პროექტები ქალაქს დაუტოვებენ მომავალ ტალანტებს, რომლებსაც წინ ზღვა წარმატება ელით კარიერის სწორად განვითარების შემთხვევაში, ხოლო კომპიუტერს მიჯაჭვული ან უბრალოდ ქუჩაში მდგომი ახალგაზრდები გადაინაცვლებენ საკალათბურთო დარბაზებსა და მერიის მიერ მოწყობილ მოედნებზე. ასევე ბათუმელი ახალგაზრდებისათის შეიქმნება 4 თვიანი სტაბილური სამსახურები, რომლებსაც შეეძლებათ საკუთარი ცოდნის რეალიზება, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ მათ ექნებათ საკმაოდ კარგი CV სამსახურის საპოვნელად. აღარაფერს ვიტყვი, რომ განვითარდება ჩვენს რეგიონში სპორტი, ასევე გოგონათა კალათბურთიც, რადგან მათაც ჩვეულებრივად შეეძლებათ პროექტში ჩაბმა. მივცემთ უამრავ ადამიანს მიიღოს უფსოდ საკალათბურთო განათლება და ივარჯიშონ უფასოდ ჩვენი პროექტის საშუალებით. პროექტის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული უბნის ნაკრების მწვრთნელი დასაქმდება ავტომატურად საკალათბურთო აკადემია „ბასკო 2019“ -ში. პროექტის დასრულების შემდეგ, შეძენილი სპორტული ბურთები თუ ეკიპირება გადაეცემა ფერიის ბავშვთა სახლს და ასევე ბათუმში არსებულ საკალათბურთო აკადემიებს.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო