იდეის ნომერი: 20070
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: მაია დოლიძე
განხორციელების ვადა (დან): 2019-10-27
განხორციელების ვადა (მდე): 2020-12-28
ბიუჯეტი: 45000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

იტალიური ფიჭვის ნერგები (სიმაღლე - 3 მ)

75

600

სულაბერიძის ქუჩის გამწვანება

პროექტის მიზანი:
პროექტი ორიენტირებულია ქალაქის არაპოპულარული ქუჩების გამწვანებაზე და მათთვის ერთიანი იერსახის მიცემაზე. ასევე, ამ პროექტის მიზანია ქუჩის შუა გამყოფი ზოლის (გაზონის) მრავალწლოვანი, ტანმაღალი, ჟანგბადის გამომყოფი ხეებით ათვისების პრაქტიკის პოპულარიზაცია.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროექტი გულისხმობს სულაბერიძის ქუჩის შუა ზოლის გამწვანებას იტალიური ფიჭვებით. ქუჩის და გამყოფი ზოლის (გაზონის) სიგანე იძლევა საშუალებას დაირგოს აღნიშნული ხემცენარეები. იტალიურ ფიჭვს ახასიათებს ქოლგისებრი ვარჯი და სიმაღლეში იზრდება 20-30 მმ, ამიტომ ის ხელს არ შეუშლის ტრანსპორტის მოძრაობას და ასევე, მზეს არ დაუჩრდილავს მთელი დღით სულაბერიძის ქუჩის მაცხოვრებლებს. ამავდროულად ქუჩას მიეცემა ერთიანი იერსაზე. ამჟამად აღნიშნულ ზოლში უწესრიგოდ და კანტი-კუნდატ ამოსულია სხვადასხვა სახის რამოდენიმე ხემცენარე (ე.წ. მუშმულა, კერკეტი კაკალი, ოლეანდრა, პალმა, ნაძვი). იტალიური ფიჭვი და კლიმატური პირობები: იტალიური ფიჭვი დახასიათებულია როგორც თბილის ზღვის ჯიში, „მაგრამ იტანს (წიწვების მცირე დაზიანებით) ხანმოკლე ყინვას — 18 გრადუსამდე. ნიადაგისადმი დაუდევარია — ეგუება მწირ ნიადაგებს, იზრდება კლდეებსა და ზღვისპირა ქვიშნარებზეც“. (Лапин П.И., Калуцкий К.К., Калуцкая О.Н. Интродукция лесных пород, М.: Лесная промышленность, 1979. გვ.85; https://www.booksite.ru/fulltext/rusles/introd/text.pdf) . წყაროებში აღნიშნულია ინფორმაცია, რომ „გვხვდება დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთშიც“... მოხსენიებულია ზუგდიდის დადიანების სასახლის ბოტანიკური ბაღის დენდროლოგიურ კვლევაში (https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=app&file=2543749&code=1507315673); ამშვენებს სამების ეკლესიი ეზოს (https://www.shin.ge/index.php/2015-08-11-07-18-04/bagi/1197-samebis-bagis-ishviati-mtsenareebi-da-utsmindesis-lotsva-kurtkhevit-gashenebuli-rozariumi); საქართველოს ბაზარზე სანერგე მეურნეობები ახდენენ იტალიური ფიჭვის ნერგების იმპორტირებას დახურული ფესვით (კონტეინერში). ნერგი რომლის სიმაღლე 3 მეტრია ჯდება დაახლოებით 600 ლარამდე, (იხ. NAT190006393 – ქ. თბილისის მერია ) ნერგი რომლის სიმაღლე 1 მეტრია დაახლოებით ჯდება 60-70 ლარი (შპს „საქართველოს ნერგები“) ნერგი რომელის სიმაღლე 2 მეტრია დაახლოებით ჯდება 400 ლარი. სულაბერიძის ქუჩის შუა ზოლის სიგრძე დაახლოებით 550-600 მეტრია. ხეებს შორის 7,5 მეტრის ინტერვალის გათვალისწინებით საჭირო იქნება 75 ნერგი. (შენიშვნა: ბიუჯეტში მითითებული ნერგის სიმაღლე 3 მეტრი, არ არის ამ იდეის აუცილებელი პირობა).
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის განხორციელების შედეგად სულაბერიძის ქუჩა გამწვანდება, მოწესრიგდება და შეიძენს ერთიან იერსახეს. ასევე, ქუჩების გამყოფი ზოლების (მაგ: ჭავჭავაძის ქუჩა, ბაგრატიონის ქუჩა) მრავალწლოვანი, ტანმაღალი ხემცენარეებით გამწვანების პრაქტიკის პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვით და სხვა დამაბინძურებლების მიერ გამოწვეული გარემოს დაბინძურების შემცირებას, რაც საბოლოოდ ასახვას ჰპოვებს ქალაქის მკვიდრთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო