იდეის ნომერი: 20072
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: იზოლდა ფოფხაძე
განხორციელების ვადა (დან): 2020-06-03
განხორციელების ვადა (მდე): 2020-12-29
ბიუჯეტი: 0
დამატებით ფაილები

მსოფლიო მწერალთა ღია მუზეუმი ბათუმის ცის ქვეშ

პროექტის მიზანი:
მსოფლიოს ცნობილი მწერლებისა და პოეტების სიმბოლურ ძეგლთან ტურისტების უწყვეტი ნაკადი იქნება; ასევე მიზნათ ისახავს ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას მსოფლიო პოეზიის კორიფეების გაცნობას.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროექტი განთავსდება ქალაქ ბათუმის ცენტრში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, სადაც რკინა-ბეტონის კონსტრუქციით დამონტაჟდება დაახლოებით მსოფლიოს 20 ქვეყნის ცნობილი მწერალისა და პოეტის სიმბოლური ძეგლი, ე.წ. სტელა, რომელზედაც განთავსდება შემოქმედის ფოტოსურათი და მცირეოდენი ინფორმაცია მის წარმოშობასა და შემოქმედებაზე. ასევე სტელა იქნება ირგვლივ გალამაზებული ცოცხალი ყვავილების მიქსბორდერით და სასურველია იმავე ჰემის სფეროში განთავსდეს ცოცხალი ორიგინალური ფორმის შადრევანი, ხოლ სივრცე შემოიფარგლოს ირგვლივ ბანზაის ჯიშის მცენარეებით. იდეა მიუძღვნება საქართველოს მსოფლიო წიგნის ფესტივალის მასფინძეკლ ქვეყნად აღიარებას.
მოსალოდნელი შედეგი:
დღეს, როცა მომძლავრდა კარნავალური ცნობიერება და ახალგაზრდობა ნაკლებად ინტერესტდება წიგნების კითხვით, ვიზუალურად მიწოდებული ასეთი ჰემის სფერო გაუადვილებს წარმოდგენას მსოფლიოს პოეზიაზე.იქედან გამომდინარე, რომ არ ვარ კომპეტენტური პირი ფინანსურ საკითხებში, ვთხოვ კეთილმოწყობის სამსახურს პროქტის შესასრულებლად სათანადო ბიუჯეტური კალკულაციები.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო