"ქანდაკება განდაგანა"
პროექტის მიზანი:
როგორც ვიცით, აჭარულ ცეკვა „განდაგანას“ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ჩემ მიერ წარმოდგენილი პროექტიც. ჩემი მიზანია აღნიშნულ კულტურულ ძეგლ „განდაგანას“ დავუდგათ ქანდაკება ხალხმრავალ ადგილას, ტურისტულ ზონაში, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ საზაფხულო თეატრთან ახლოს. ასევე, განვიხილავ ერას მოედანსაც, გამომდინარე იქიდან, რომ ერას მოედანზე ყოველწლიურად იმართება სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“. საერთაშორისო დონეზე ცნობილი და სანახაობრივი ცეკვის მოტივზე შექმნილი ძეგლი სრულად ასახავს რეგიონის კულტურულ ღირებულებებსა და იდენტობას და თვალნათლივ წარმოაჩენს აჭარის ფოლკლორულ მრავალფეროვნებას.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
როგორც მოგეხსენებათ, „განდაგანა“ უძველესი ცეკვაა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. 1946 წელს ენვერ ხაბაძემ პირველად დადგა სცენაზე და ქორეოგრაფიულ სამყაროს გააცნო აჭარული სატრფიალო ცეკვა, სახელიც თავად შეურჩია. მას შემდეგ არაერთხელ იცვალა სახე და შეივსო სხვადასხვა ელემენტებით, დაიხვეწა და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა როგორც მოძრაბები, ასევე მუსიკა, შემადგენლბა და სამოსი და სხვ. დღეს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ფართო აუდიტორიის წინაშე იწონებს თავს ჩვენი სხვადასხვა ქორეოგრაფიული ანსაბლების რეპერტუარში.
რამდენადაც განდაგანა სატრფიალო ცეკვაა, ჩემი პროექტით გათვალისწინებული ძეგლი წარმოდგენილი იქნება აჭარულ ტრადიციულ საცეკვაო სამოსში გამოწყობილი მამაკაცისა და ქალის ფიგურებით, რომლებიც ყველათვის ცნობილ ცეკვის ერთი კონკრეტული ილეთის შესრულების მომენტს წარმაჩენენ. ქანდაკების მიმდებარედ დაიდგმება საინფორმაციო დაფა, რომელიც მნახველებს გააცნობს „განდაგანას“ მოკლე ისტორიას ქართულ და ინგლისურ ენებზე. ქანდაკება შეიქნება ბრინჯაოსაგან. წინასწარი გამოთვლით თითოელი ფიგურის სიმაღლე დაახლოებით 2 მეტრი იქნება, წონით კი თითო ფიგურა 400 კგ_მდე. ასევე ქანდაკება არ საჭიროებს მოვლა-პატრონობისათვის დამატებით ხარჯებს უახლოეს მომავალში. იგი ძალიან დიდხანს იქნება ბათუმის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი უცხოელი და ქართველი ტურისტებისათვი.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტი ემსახურება მრავალწლიანი სანახაობრივი ქანდაკების შექმას, რომელიც ბათუმსა და მომავალ თაობას დარჩება ჩვენი თაობისაგან. ქანდაკება „განდაგანა“ იქნება ერთგვარი საჩუქარი უპირველესად ბათუმელებისათვის, რამდენადაც ამ იდეის ხორცშესხმა ვფიქრობ ყველა ბათუმელს ერთნაირად გაახარებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ტურისტული განვითარების თვალსაზირისითაც, რადგანაც, როგორც ცნობილია, აჭარულ და ზოგადად ქართულ ცეკვას არაერთხელ დაუკრეს ტაში უცხელებმა და აღიარეს მისი უნიკალურობა. ამდენად, პირველად ქართულ რეალობაში შეიქმნება ქორეგრაფიული კულტურის გამომხატველი დინამიკური ქანდაკება, რომელიც კიდევ ერთხელ და უკვე განსხვავებულად წაროაჩენს ქართულ, კერძოდ აჭარულ კულტურულ მრავალფეროვნებას. მართლაც, სხვაგან სად უნდა იყოს ქანდაკება „განდაგანა“თუ არა ბათუში?!..
კომენტარები