იდეის ნომერი: 20079
სტატუსი: გამარჯვებული
ხმების რაოდენობა:752
ავტორი: პაატა ურიადმყოფელი
განხორციელების ვადა (დან): 2019-10-30
განხორციელების ვადა (მდე): 2020-12-31
ბიუჯეტი: 194556
დამატებით ფაილები

ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის საჭიდაო მოედანი, დარბაზი

პროექტის მიზანი:
ქართული ჭიდაობის საჭიდაო დარბაზი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაყასა და ოსიაურში, კომუნისტების დროს 1986- 87 წლებში აშენდა. შემდეგ 1989 წელს ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფცაში და, დაბა აგარაში. შემდეგ 2013 წელს ქართუ ფონდის ეგიდით 22 საჭიდაო მოედანი აიგო, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და სოფლებში. თითქმის 15 წელია ვიბრძვი, ვითხოვ რომ ბათუმს, ჩეს მიერ შერქმეული სპორტული ტაძარი აუშენდეს, დაიდგას და იყოს ახალგაზერდობის გასაზრდელ, აღსაზრდელი, სასახლე. პროექტის მიზანია რომ.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ეს საჭიდაო მოედანი დაიდგას ახალ ბულვაში რომელიც საფუზველი იქნება რომ, 1.განვითარდეს ქართული ჭიდაობა, ასობით ახალგაზრდა ჩაებას ქართული ჭიდაობის საწვრთნელ სავარჯიშო სექციებში, 2. ყველა კირა გაიმართება ქართული ჭიდაობები. 3. გაიყიდება მაყურებლებისათვის ბილეთები და შემოსავალი იქნება ქალაქის ბიუჯეტში. 4. უამრავი ტურისტი და ვიზიტორი ყველა კვირა მივა სანახაობრივ, ლამაზი ჭიდაობის საყურებლად, გადაიღებს ვიდეოევბს, სურათებს, რაც თავიანთ ქვეყნებში გაავცელებენ, როგორც სოციალური ქსელების საშვალებებით, ისე სხვა მასმედიის საშვალებებით. 5. რამოდენიმე ადამიანი დასაქმდება.6. მომავალ წელს იგეგმება მსოფლიოს ფესტივალის ჩატარება, ქართულ ჭიდაობაში, სადაც საფუძველი შეიქმნება ევროპისა და მსოფლიოს ფედერაციები დავაფუძნოთ, და საერთშორისო არენაზე გავიტანოთ,ქართული ჭიდაობა. ესეც პარარელურად დიდ სიმდიდრესა და დატვირთვას მისცემს აღნიშნულ საჭიდაო მოედანს.
მოსალოდნელი შედეგი:
ხშირი ვარჯიშები, შეჯიბრებები, იქ მისული ყოველდღიური, ყოველკვირეული, უამრავი ხალხის მსვლელობის შედეგად, საფუძველი შეიქმნება ახალი ბულვარის ამოქმედებისა, სადაც უამრავი კაფე, რესტორანი და სხვა სახის გასართობი პუნქტები შეიქმნას და მთლიანობაში ამოქმედდეს, დაიტვირთოს ახალი ბულვარი. ამ საჭიდაო დარბაზში შესაძლებელი იქნება კონცერტები გაიმართოს,შეხვედრები, საღამოები და კონფერენციები ჩატარდეს. ასე რომ გარდა ჭიდაობისა, ვარჯიშებისა, სხვა ბევრი დატვირთვა ექნება. ამ საჭიდაო მოედანზე ჩატარდება როგორც სახელობითი, ტურნირები ისე აჭარისა და საქართველოს მაშტაბით დიდი ტურნირები და საერთაშორისო ტურნირები. ვფიქრობ, ეს მრავლ ფუნქციონალური და ფინანსების მომზიდველი, სპორტული ტაძარი, უნდა აიგოს ბათუმის ბულვარში. ვიცით რომ შარშან 29 ნოემბერს ქართული ჭიდაობას იუნესკომ არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ეს აღაიარება და ეს სიმდიდრე, ჩვენც უნდა დავაფასოთ, ვაღიაროთ და განვავითაროთ, ამ კუთხით სპორტული ტაძრის ბათუმის ბულვარში აშენებით. მიუხედავად იმისა რომ წლებია ახალი ბულვარი უფუნქციოდ არის, ბულვარის ბოლოს საკონცერტოთ აშენებული სცენა, წლებია უმოქმედოთ არის, რამოდენიმე წლის წინ ერთი კონცერტი ჩატარდა და ვსიო. ამ ადგილას გვინდა დაიდგას აშენდეს ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის საჭიდაო მოედანი. რომელიც გააცოცხლებს ახალ ბულვარს და იქ ახლლად აშენებულ სასტუმროებს სახლებს კვლავ დიდ სიახლეს შეძენს.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო