ანბანის კოშკის ერთ ზოლზე განლაგებული მხედრული ასო-ნიშნები, შეიცვალოს ხუცური დამწერლობით
პროექტის მიზანი:
ძველქართული ანბანის პოპულარიზაცია.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ანბანის კოშკზე განლაგებულია ქართული დამწერლობის ერთი ნიმუში, მხედრული, რომელიც მიუყვება კოშკს ორ ზოლად, ქვემოდან ზემოთ და პირიქით, ზემოდან ქვემოთ. იდეა მდგომარეობს შემდეგში: ერთ ზოლზე განლაგებული მხედრული ასო-ნიშნები, შეიცვალოს ხუცური დამწერლობით - ასომთავრულით ან ასომთავრულითა და ნუსხურით, ერთდროულად.
მოსალოდნელი შედეგი:
ანბანის კოშკი ბათუმის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, საკმაოდ დიდი ცნობადობით სარგებლობს და იდეის განხორციელების შემთხვევაში ის თავის მთავარ ფუნქციას გაცილებით ეფექტურად შეასრულებს, სახელდობრ, პოპულარიზაციას გაუწევს დამწერლობოს არა მხოლოდ ერთ, არამედ ორ-სამს ნიმუშსაც კი.
კომენტარები