იდეის ნომერი: 20091
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: მინდია დანელია
განხორციელების ვადა (დან): 2019-10-30
განხორციელების ვადა (მდე): 2019-10-30
ბიუჯეტი: 124750
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

ტრენინგი და ინსტრუქტაჟის სრული კურსი მოიცავს 4 თემას,კვირაში 4 ლექციას

48

1890

{

საოფისე ხარჯები მაგიდა

15

100

{

თაბახის ფურცელი შეკვრით

48

10

{

სტეპლერი

5

10

{

დაფა

2

100

{

პერსონალური კომპიუტერი

1

1500

{

პორტადული კომპიუტერი

1

1500

{

პროექტორი თავისი აღღღჭურვილობით

1

1500

{

სკამები

40

60

{

ფართის ქირაობის ღირებულება თვიურად (ლარში)

12

1485

{

საოფისე კარადები

2

200

{

ინსრუქტაჟების ჟურნალები

20

25

{

ბაინდერები

30

8

{

გაუთვალისწინებელი ხარჯები

1

5940

შენი უსაფრთხო ნაბიჯი ჩვენს ქალაქში

პროექტის მიზანი:
ჩვენი პროექტი სახელწოდებით "შენი უსაფრთხო ნაბიჯი" ჩვენს ქალაქში, მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის, მართვისა და მუდმივი ფუნქციონირების მიმართულებით. ჩვენი მიზანია შეიქმნას საკონსულტაციო-სარეკომენდაციო ტრენინგ ცენტრი, რომელიც შემდგარი იქნება კვალიფიციური, სერთიფიცირებული და გამოცდილი გუნდისგან. დაინტერესებულ პირს, როგორც ფიზიკურს ისევე იურიდიულს შეეძლებათ მიიღონ ინფორმაცია "შრომის უსაფრთხოების ნორმების" შესახებ ერთჯერადად.მიზნად ვისახავთ ტურისტულ ობიექტებს, ტურისტულ სააგენტოებს დავეხმაროთ და მივცეთ რეკომენდაციები შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის, მართვის და მუდმივი ფუნქციონირების მიმართულებით.რათა ამაღლდეს ტურისტული მომსახურების ხარისხი. შევუქმნათ უსაფრთხო გარემო, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას , ასევე ჩვენს ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
შპს "შენი უსაფრთხო ნაბიჯი" ამ პროექტის ფარგლებში , საკონსულტაციო-სარეკომენდაციო ტრენინგ ცენტრში ჩაატარებს საინტერესო შეხვედრებს,ტრეინინგებს,ინსტრუქტაჟებს .ნაჩვენები იქნება ვიდეო-რგოლები შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ .ტრენინგ ცენტრის გამოსაყოფად მესაჭიროება ფართი დაახლოებით 80 კვადრატი და საოფისე ინვენტარი.(სასურველია თუ კი ფართი გამოიყოფა ქალაქ ბათუმის მერიის ბალანსზე მყოფ შენობა ნაგებობაში) საკონსულტაციო-სარეკომენდაციო ტრენინგ ცენტრის შეთავაზება მოიცავს შემდეგს:კონკრეტული დოკუმენტების პროექტების შემუშავებას, რომელიც მოემსახურება ორგანიზაციაში შრომის კანონმდებლობისა და შრომის სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას; • დასაქმებულთა სამოტივაციო სისტემური მიდგომები; • სამუშაოების სანებართვო სისტემა; • საწარმოში უბედური შემთხვევები,მასზე რეაგირება და მიზეზობრივი კავშირის დადგენა; • საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება,რისკის სიდიდის განსაზღვრა და მათი მართვა; • მუშაობა დახურულ სივრცეში; • საწარმოს საავარიო გეგმა; • საშიში ნივთიერებები; • სახანძრო უსაფრთხოება; • სამუშაო მოწყობილობები; • სიმაღლეზე მუშაობის ნორმები; • აწევა,დაწევა,წაბორძიკება; • ხმაური და ვიბრაცია; • სპეციალური სამუშაოების წარმოება (მიწის სამუშაოები,ნგრევითი სამუშაოები,შედუღების სამუშაოები და ფეთქებად საშიშ სფეროში სამუშაოების წარმოება; • ერგონომიკა; • ელექტრო უსაფრთხოება; • ინდივიდუალური დაცვის საშუალებები; • პირველადი სამედიცინო დახმარება; • შევიწროება და ძალადობის რისკების მართვა სამუშაო ადგილებზე; • ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებიდან გამოვლენილი რისკების მართვა; • შრომის სამართლებრივ საკითხებთან და ორგანიზაციის სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობა; • ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება; ტრენინგი და ინსტრუქტაჟის სრული კურსი მოიცავს 4 თემას,კვირაში 4 ლექციას თემატურად.ჯგუფში იქნება მაქსიმუმ 35 ადამიანი. პროექტის განხორციელება გათვლილია 12 თვეზე შპს "შენი უსაფრთხო ნაბიჯი" ამ პროექტით, გარდა ტურისტული ობიექტებისა საკონსულტაციო დახმარებას ერთჯერადად უსახსროდ გაუწევს აღნიშნულით დაინტერესებულ სხვა ორგანიზაციებსაც.
მოსალოდნელი შედეგი:
შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ცნობიერების ამაღლება ხელს შეუწყობს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას და ადამიანური რესურსების ეფექტურად გამოყენებას. რაც დაცულობის შეგრძნების გარანტიაა.

კომენტარები

  1. 2019-10-30 23:53:36 მინდია დანელია

    ბათუმელი ვარ და ამაყი ვარ ამით! მინდა ყველა ბათუმელმა იამაყოს ჩვენი ლამაზი ქალაქის მოსახლეობის და მათი სტუმრების უსაფრთხოებით თუ მშვიდად დასვენებით, რადგან ბათუმი თავად სიყვარულია დარწმუნებული ვარ ის კიდევ უამრავ ტურისტს მიიღებს, სწორედ ამიტომ ჩემი მიზანია ამ ერთწლიანი პროექტით საფუძველი ჩავუყარო ბათუმელების მასპინძლობის უსაფრთხოების ცოდნის ამაღლებას, რეალურად მიღებული შედეგი გაცილებით გრძელვადიანია ვიდრე თავად პროექტი. ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა საჭირო და სავალდებულოა ყველა ასაკის წარმომადგენელისთვის, ჩვენი პროექტით გადამზადებული კადრები მიიღებენ არა მარტო კვალიფიციურ ცოდნას ჩვენი საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხში, არამედ მზრუნველობით დაიცავენ თქვენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. იდეა: შენი უსაფრთხო ნაბიჯი ჩვენს ქალაქში, ეს არის ინვესტიცია! და არა დანახარჯი. პატივისცემით: პროექტის ავტორი მინდია დანელია.

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო