იდეის ნომერი: 20095
სტატუსი: ხმის მიცემის პროცესში
ხმების რაოდენობა:271
ავტორი: ნინო ბასილაძე
განხორციელების ვადა (დან): 2019-12-02
განხორციელების ვადა (მდე): 2020-04-30
ბიუჯეტი: 21000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

თამაშების დეველოპერული კომპანიის მომსახურება, თამაშის შექმნა

1

20000

{

თამაშის დასპონსორება

1

1000

Batumi Dots

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ბათუმის, მისი მთავარი ღირსშესანიშნაობების შესახებ ცნობიერების ამაღლება სახალისო, საინტერესო, ინტელექტუალური და ამავე დროს ინოვაციურ-ტექნოლოგიური მეთოდით.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
Batumi Dots იქნება ios და android ოპერატიული სისტემებზე მომუშავე ონლაინ თამაში. ეს იქნება ინოვაციური პროექტი, რომელსაც ჯერ-ჯერობით საქართველოში ანალოგი არ აქვს. თამაში იქნება უფასო, ამიტომ ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის და აგრეთვე არ ექნება ასაკობრივი შეზღუდვა. ის იქნება შესრულებული ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად და საინტერესო როგორც ბათუმელებისთვის ან/და ადგილობრივი ტურისტებისთვის , აგრეთვე ტურისტებისთვის სხვა ქვეყნებიდან. რაც შეეხება თვითონ თამაშს, ეს იქნება კონკრეტული რაოდენობის ტურებისგან შემდგარი ონლაინ თამაში. თამაშის დასაწყებად საჭირო იქნება აპლიკაციის გადმოწერა და დაინსტალირება სასურველ მოწყობილობაზე. აგრეთვე აუცილებელი იქნება ინტერნეტისა და ლოკაციის სერვისების ჩართვა. თამაშის თითოეულ ტურში მოთამაშეს გაეშლება ქალაქის მინიმალისტური რუკა, რომელზეც წერტილების სახითა იქნება განლაგებული ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები. ტურის დასაწყისში აღნიშნულ რუკაზე სისტემა ავტომატურად მონიშნავს ტერიტორიას რომელზეც უნდა შესრულდეს დავალება. მოთამაშე უნდა მივიდეს იმ ტერიტორიაზე. კონკრეტულ ადგილზე მიახლოებისას რუკაზე მონიშნული მასშტაბი თანდათან შემცირდება და საბოლოოდ დაფიქსირდება კონკრეტულ წერტილზე. მოთამაშეს მიეცემა დავალება იპოვოს იმ კონკრეტული ღირსშესანიშნაობის (შენობის, პარკის, ძეგლის) ფრაგმენტი და ვიზუალური მინიშნების შესაბამისად გადაუღოს მას ფოტო (ფოტოები). აღნიშნული დავალების ზედმიწევნით ზუსტად შესრულების შემდეგ მოთამაშე გადავა შემდეგ ტურში, სადაც მიეცემა ანალოგიური დავალება ოღონდ სხვა ლოკაციაზე, რომელიც ასევე აუცილებლად იქნება ქალაქ ბათუმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. აღსანიშნავია, რომ ყოველი ტურის დავალების შესრულების შემდეგ მოთამაშეს მიეწოდება მოკლე ინფორმაცია აღნიშნული ღირსშესანიშნაობის არსის ისტორიის, მნიშვნელობის ან/და დანიშნულების შესახებ. ლოგიკურია, რომ ტურების სირთულე ნელ-ნელა მოიმატებს და მოცემული დავალებების შესრულება სულ უფრო და უფრო რთული, მაგრამ ამავე დროს საინტერესო გახდება. თამაში გამოირჩევა მაღალი ხარისხის გრაფიკით, საინტერესო მუსიკით და ორიგინალური სიუჟეტით.
მოსალოდნელი შედეგი:
როგორც ვიცით, ჩვენ ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ და Batumi Dots სწორედ ტექნოლოგიური პროგრესის ინსპირაციით შექმნილი თამაშია, რომელიც ბათუმში დასვენებას უფრო მეტად საინტერესოს და დასამახსოვრებელს ხდის, არა მხოლოდ ადგილობრივი აგრეთვე უცხოელი ტურისტებისთვის. არანაკლებ საინტერესოა აღნიშნული თამაში ბათუმელებისთვის, რომლებიც საინტერესო აღმოჩენებს აკეთებენ თავიანთი ქალაქისა და ინ ადგილების შესახებ, რომლებიც ერთი შეხედვით ასე ნაცნობია მათთვის. როგორც პროექტის აღწერაშია მითითებული, თამაშის არსი არის არა მხოლოდ კონკრეტული დავალებების შესრულება და ტურიდან ტურზე გადასვლა, არამედ კონკრეტული ღირსშესანიშნაობების შესახებს მოთამაშისთვის ინფორმაციის მიწოდება. შესაბამისად მოსალოდნელი შედეგიც არის ქალაქის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ორიგინალური მეთოდით.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო