იდეის ნომერი: 20112
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: აჩიკი გაბაიძე
განხორციელების ვადა (დან): 2021-10-10
განხორციელების ვადა (მდე): 2021-12-10
ბიუჯეტი: 50000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

აპლიკაციის შექმნა

1

30000

ელექტრონული საინფორმაციო ბაზების შექმნა

1

20000

მუნიციპალური აპლიკაცია

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია გაამარტივოს ქალაქში მობილობის პროცესი, მიაწოდის მოსახლეობას საჭირო ინფორმაცია.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
მუნიციპალური აპლიკაცია მოიცავს ინფორმაციას ბათუმის ქუჩების, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის მარშრუტების, ასევე ქალაქში საათობრივი ტრაფიკების შესახებ. საჭიროა მხოლოდ ერთი აპლიკაციის შექმნა ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც საშუალებას მისცემს მოსახლეობას მოახდინოს ლოდინის დროის ოპტიმიზაცია, ასევე აირჩიოს ნაკლებად საცობიანი გზები გადასაადგილებლად, დამატებით მიიღოს სხვადასხვა მუნიციპალური სიახლეები აპლიკაციის მეშვეობით, მაგალითად: ინფორმაცია ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების შესახებ, ან კომუნალური სამუშაოების შესახებ.
მოსალოდნელი შედეგი:
შედეგი იქნება გამარტივებული სატრანსპორტო პოლიტიკა და მოსახლეობის დროული ინფორმირება, რაც საგრძნობლად აღმოფხვრის მუნიციპალურ პრობლემებს.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო