რელიგიის მუზეუმი
პროექტის მიზანი:
შეგროვება,შენახვა-რესტავრაცია,კონსერვაცია,გაცნობა-გადაცემა.რელიგიის მუზეუმის -ახლებური,თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა,ქალაქის იშვიათი და საინტერესო ისტორიების გადმოცემა,პოპულარიზაცია,ახალგაზრდების ჩართულობა,ადგილობრივი მულტიკულტურული ოჯახების მოწვევა,საგანმანათლებლო პროგრამები-სკოლამდელი და ზოგადი განათლების ასაკის ბავშვებისთვის. მაგალითად:( თამაში) მაგნიტებით ავაწყოთ აჭარაში გავრცელებული რელიგიების სალოცავები.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
რეგიონის ისტორია და წარსული.განახლებული მუზეუმი ბათუმის ერთ-ერთ სავიზიტო ადგილად იქნება მიჩნეული,სადაც ადგილობრივი მოსახლეობა,მომავალი თაობა და არამარტო,ოჯახები მიიღებენ მათთვის საინტერესო გაკვეთილებს -რელიგიური ტოლერანტობის შესახებ.ქალაქის ისტორიის შესახებ.
ტურისტს ექნება შესაძლებლობა ერთ სივრცეში მოქცეული ჩვენი ქალაქის ისტორია და რელიგიური მრავალფეროვნება ჰარმონიაში ,ყოველდღიურ ყოფაში ასახული იხილოს:ვიდეორგოლის,ექსპონატის,სამოსის,წიგნის,აუდიო გიდის მეშვეობით.
აქვე ერთკუთხეში განთავსდება სამუზეუმო მაღაზია,სადაც გაიყიდება მუზეუმში დაცული ექსპონატების ასლები-სუვენირის სახით.
მოსალოდნელი შედეგი:
მუზეუმი-განახლებული თანამედროვე სტანდართებიტ აღჭურვიტ ქალაქის ერთ ერთ ღირშესანიშნავ ადგილად იქცევა.
მუზეუმი გახდება ფასიანი.
ფასი-5 ლარი
თუ გავითვალისწინებთ 2018 წლის მონაცემით აჭარა 3 000 000 მდე ტურისტს მასპინძლობდა,მუზეუმს ჩავსვამთ ქალაქის ტურში და სულ მცირე წელიწადში 10 000 დამთვალიერებელს მივიღებთ რაც თანხობრივად შემოსული-50 000 ლარია.
კომენტარები