პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პლასტმასით დაბინძურება დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოს დაცვითი გამოწვევაა. მისი დაძლევისთვის საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა გაიაზროს პრობლემის არსი და იზრუნოს ნარჩენების წარმოქმნის შემცირებაზე.
American Association for the Advancement of Science-ის კვლევის მიხედვით, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით 8 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი მოხვდა მსოფლიო ოკეანეებში. მათ შორის დიდი ნაწილი სწორედ სანაპიროზე არსებული პლასტმასის ნაჩენებია. ოკეანეებში მოხვედრილი პლასტმასის ნივთები ყოველ წელს მილიონობით ზღვის არსებას კლავს. როგორც დაადგინეს, პლასტიკის ნაგავს 700 სახეობაზე, მათ შორის გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზეც აქვს გავლენა. ცხოველები, იქნებიან ესენი ზოოპლანქტონები, ფრინველები თუ ვეშაპები, მას ჭამენ, იხლართებიან მასში და იღუპებიან.
როგორც კვლევებმა აჩვენა, პლასტმასით მნიშვნელოვნად არის დაბინძურებული შავი ზღვის სანაპირო, 14% იმ დამაბინძურებლებისა, რომლებიც სანაპიროებზე გვხვდება, პლასტმასის ბოთლის სახურავებია, 6% - სხვადასხვა შესაფუთი საშუალებები, 5% - ბოთლები, 2% კი - კოქტეილის ჩხირები და სარევები.
პროექტის ფარგლებში, სანაპირო ზოლზე 5 სხვადასხვა ადგილზე დაიდგმება დიდი ზომის (სამაღლე-150სმ; სიგანე-150სმ; სიგრძეგ-300სმ) გამჭვირვალე შიგთავსის მქონე რკინის კონსტრუქციის ფერადი „სუპერთევზი“, რომლებიც გათვლილი იქნება ძირითადად ბავშვებზე.
მოხდება ამ თევზების პოულარიზაცია (საინფორმაციო გადაცემებით და ფლაერებით), რომ ეს თევზები არიან ამ სახეობის ერთადერთი წარმომადგენლები, რომლების სუპერ ძალაც მდგომარეობს იმაში, რომ მათ შეუძლიათ პლასტმასის ნარჩენების ჭამა და გადამუშავება. ამით ისინი ეხმარებიან თავიანთ სახლს - ზღვას სისუფთავის შენარჩუნებაში და თავის მეგობარ თევზებს ისნიან სიკვდილისგან. ედ თევზები თხოვენ ბავშვებს დახმარებას ამ საქმეში. თევზი გამჭვირვალე იქნება რადგან ბავშვებმა და უფროსებმა დაინახონ რომ მასში მხოლოდ პლასტმასის ნარჩენები ყრია და ასევე იმისთვის, რომ მეორე დღეს დაინახონ რომ თევზებმა შეასრულეს მისია, გადაამუშავეს პლასტმასი და მზად არიან ახალი პორციის მისაღებად.
ასევე, გავრცელდება საინფორმაციო ბუკლეტები ზღვაზე და ზღვის მობინადრეებზე პლასტმასის ნარჩენების მავნე ზეგავლენის შესახებ. დამზადდება ბანერები, რომლებიც განთავსდება ხალხმრავალ ადგილებში და მასზე იქნება ინფორმაცია პლასტმასით დაბინძურების უარყოფით მხარეებზე და სუპერთევზების მისიაზე.
კომენტარები