იდეის ნომერი: 20132
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:26
ავტორი: დურმიშხან შერვაშიძე
განხორციელების ვადა (დან): 2022-03-01
განხორციელების ვადა (მდე): 2022-09-01
ბიუჯეტი: 5000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

საინფორმაციო დაფის დამზადება და მონტაჟი

100

50

დამატებით ფაილები

"გავიცნოთ ბათუმის ქუჩები"

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია გავაცნოთ მოქალაქეებს ბათუმის ქუჩების ისტორია. ასევე, ის თუ როდის და რატომ დაერქვა ქუჩებს კონკრეტული სახელები. პროექტი ყურადღებას გაამახვილებს ისეთ დეტალზე, როგორიცაა ქუჩისთვის სახელწოდების დარქმევის საბაბი. მაგალითად, თუ ქუჩა რომელიმე გამოჩენილი პიროვნების სახელს ატარებს, ქალაქის წინაშე ამ პიროვნების დამსახურების შესახებ ინფორმაცია იქნება დატანილი საინფორციო დაფაზე.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროექტი „გავიცნოთ ბათუმის ქუჩები“ ქუჩაში გამვლელ მოქალაქეებს მიაწვდის ინფორმაციას ქუჩის დასახელების შესახებ. ვინაიდან, ქალაქში მცხოვრებთა უმრავლესობამ და ქალაქის ვიზიტორებმა არ იციან თუ რატომ ჰქვია ქუჩას ესა თუ ის სახელი?! მაგალითად, ბათუმში, ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე განთავსდება საინფორმაციო დაფა. ინფორმაცია მიეწოდება, რომ ნოდარ დუმბაძე არის ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ქართველი მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. ყველა იცნობს დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონს“. საინფორმაციო დაფაზე განთავსდება მწერლის ფოტო და მოკლე ბიოგრაფია. ამით აიხსენება ის თუ რატომ ატარებს ქალაქის ცენტრში მდებარე ეს კოპწია ქუჩა ნოდარ დუმბაძის სახელს. საინფორმაციო დაფას ექნება შემდეგი სახე (საინფორმაციო დაფის ფოტო იხილეთ თანდართულ ფაილად). საინფორმაციო დაფაზე იქნება დატანილი მწერლის ფოტო და მოკლე ინფორმაცია(მწერლის ფოტო იხილეთ თანდართულ ფაილად). ნოდარ დუმბაძე (14.07. 1928 – 14.09.1984) — ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და სცენარისტი. საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. Nodar Dumbadze (July 14, 1928 - September 14, 1984) - Georgian writer, poet, publicist and scriptwriter. Secretary of the Council of the Georgian Writers' Union, winner of the Shota Rustaveli State Prize. დამატებითი ინფორმაცია პროექტის დეტალების შესახებ: ბათუმში ჯამში არის 300-ზე მეტი ქუჩა. საწყის ეტაპზე(2022 წელს) დამზადდება ცენტრალური, ტურისტული უბნებისთვის 100 საინფორმაციო დაფა. მოკლე ქუჩებზე განთავსდება შუაში 1 დაფა. გრძელ ქუჩებზე 3(ქუჩის დასაწყისში, შუაში და ბოლოში).
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის „გავიცნოთ ბათუმის ქუჩები“ განხორციელება ხელს შეუწყობს მოქალაქეთა და ვიზიტორთა ინფორმირებულობას ბათუმში არსებული ქუჩების ისტორიისა და დანიშნულების შესახებ. შედეგად, ბათუმელები და არა მარტო ისინი, გაიგებენ ქუჩის ისტორიულ მნიშვნელობას. ვფიქრობ, რომ კონკრეტულ ქუჩაზე მცხოვრებთათვის სასიამოვნო და მნიშვნელოვანი აღმოჩენა იქნება ქუჩის დასახელების განმარტება. ბევრი მათგანი იამაყებს, რომ ასეთი პიროვნების ან ისტორიული ადგილის( მაგ. მარუხის) სახელობის ქუჩაზე ცხოვრობს. ვიზიტორებისთვის კი პირველად იქნება შესაძლებელი ამ სასიამოვნო ინფორმაციის გაცნობა ადგილობრივი მნიშვნელობის პიროვნებებისა და ისტორიული ლოკაციების შესახებ.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო