იდეის ნომერი: 20138
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: თორნიკე ადამია
განხორციელების ვადა (დან): 2021-09-28
განხორციელების ვადა (მდე): 2021-09-28
ბიუჯეტი: 100000

წვიმისგან დამცავი აქსესუარების აპარატი

პროექტის მიზანი:
აღნიშნული პროექტის მიზანია ბათუმში, როგორც წვიმიან ქალაქში, ძლიერი წვიმის დროს გაადვილოს გადაადგილება ბათუმლებისთვის თუ სტუმრებისთვის (ტურისტებისთვის). ძლიერი წვიმისას ხშირად გვისველდება ტანი და ფეხსაცმელი, წვიმისგან დამცავი საწვიმრის (ტანზე მოსასხამის) და ასევე წვიმისგან დამცავი ფეხსაცმლის ბახილების საშუალებით კი ეფექტურად შევძლებთ თავი დავიცვათ დასველებისგან, რომელთა ყიდვაც შესაძლებელი იქნებოდა ქალაქის სხვადასხვა ადგილებში დამონტაჟებული აპარატებით.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
წვიმა ბათუმის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ხშირად კი ქალაქში ისეთი წვიმაც იცის, რომლის დროსაც ვერ ვახერხებთ მშრალად შევინარჩუნოთ ფეხები და ტანი, მიუხედავად იმისა თუ თან ვატარებთ ქოლგას. წვიმისგან დამცავი მოსასხამი და ასევე ფეხსაცმლის წვიმისგან დამცავი ბახილები ეფექტური საშუალებაა წვიმისგან თავის დასაცავად. ბათუმის სხვადასხვა წერტილში წვიმისგან დამცავი მოსასხამისა და ფეხსაცმლის ბახილების აპარატმა კომფორტული უნდა გახადოს ქალაქში გადაადგილება მოქალაქებიისა თუ სტუმრებისთვის (ტურისტებისთვის) წვიმის დროს. ბათუმის სხვადასხვა სტრატეგიულ ადგილას შესაძლებელი არის დაიდგას სპეციალური აპარატები, რომელთა მეშვეობითაც მოხერხდება წვიმისგან (ერთჯერადი გამოყენების) დამცავი მოსახამისა და ფეხსაცმლის ბახილების შეძენა. ეს აპარატი შეიძლება მუშაობდეს, როგორც ფულით ასევე ბარათით ანგარიშსწორების შემთხვევში. წარმოიდგინეთ სიტუაცია, გარეთ იმყოფებით და უცებ ძლიერ გაგიწვიმდათ, ამ დროს კი წვიმა დიდხანს არ იღებს. როდესაც თქვენ იცით, რომ კონკრეტულ ადგილებში (ვთქვათ ავტობუსების რომელიღაც გაჩერებებთან) შეგიძლიათ იაფად შეიძინოთ წვიმსიგან დამცავი აქსესუარები. ვთქვათ წვიმის დროს ჩამოდიხართ ავტობუსიდან რომელიღაც გაჩერებასთან, რომლის გვერდითაცაა დამონტაჟებული აღნიშნული აპარატი, მარტივად ყიდულობთ აქსესურებს და დაცული ხართ დასველებისგან. გავითვალსიწიონოთ ის ფაქტიც რომ ხშირად ასეთ დროს ჩვენ ტაქსს ვიძახებთ, წვიმის დროს კი ტაქსის გამოძახებისას დიდ ხანს ლოდინი გვიწევს და ტარიფებიც გაზრდილი აქვთ. წვიმისგან დამცავი აქსესურაების ასე კომფორტულად და მარტივად შეძენა კი როგორ გაგვიადვილებს სიტუაციას.
მოსალოდნელი შედეგი:
წვიმისგან დამცავმა მოსასხამმა და წვიმისიგან დამცავმა ფეხსაცმლის ბახილების აპარატმა კომფორტული უნდა გახადოს ბათუმში გადაადგილება წვიმის დროს. ალბათ ყველას გვიცდია საკუთარ თავზე თუ როგორი რთულია თავის დაცვა დასველებისგან ძლიერი წვიმის დროს, მიუხედავად იმისა თუ თან ხელთ ვატარებთ ქოლგას. ზოგადადაც, წვიმის დროს აღნიშნული აქსესუარების ასეთმა მოხერხებულმა და მარტივმა წვდომამ კომფორტული უნდა გახადოს ბათუმელებისა თუ სტუმრების (ტურისტების) გადაადგილება ქალაქის მაშტაბით. ყოველივე ეს წაადგება, როგორც მოქალქეებს ასევე დამსვენებლებსაც, რაც ხელს შუწყობს ტურიზმის სფეროსაც. ყოველივე ეს კი აისახება ეკონომიკურ განვითარებაზე.

კომენტარები

  1. 2021-10-06 12:50:14 მამუკა დარჩია

    იდეა ცალსახად მისასალმებელი და აქტუალურია. თუმცა სასურველია დეტალური ბიზნესპროექტისა და ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა, მეტი სიცხადისა და აღქმადობისათვის.

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო