იდეის ნომერი: 20141
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: მალხაზი ირემაძე
განხორციელების ვადა (დან): 2021-09-29
განხორციელების ვადა (მდე): 2021-09-29
ბიუჯეტი: 366760
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

ანიმატორი

100

273214

{

ანიმატორის ჩაცმულობა

100

100

{

შეფ-ანიმატორის ასისტენტი

5

390306

{

შეფ-ანიმატორი

2

1951531

{

ინვენტარი აქტივობებისთვის

1

15000

{

რეკლამა-პიარი

1

10000

დამატებით ფაილები

ჯგუფ პლატინას ინოვაციური პროექტი - ხელოვანი ადამიანების დასაქმება ტურიზმის სფეროში

პროექტის მიზანი:
ამ პროექტის მიზანი მდგომარეობს, სამუშაო ადგილების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სტუდენტებისთვის, შემდგარი მსახიობებისთვის, მხატვარ-დიზაინერების, ფოტოგრაფების და სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის. ასევე, ხელი შეეწყოს რეგიონში საკურორტო სეზონის მეტად განვითარებას. ანიმაციის დამკვიდრება ზაფხულის სეზონზე - 3 თვით.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ანიმაცია დასვენების დროს არის ტურიზმის განსაკუთრებული განყოფილება, რომელიც ეხება ადამიანების დასვენების ორგანიზებას შვებულების დროს. ანიმატორი არის ადამიანი, რომელიც თამაშობს ბავშვებთან ერთად, აწყობს სპორტულ ღონისძიებებს და წარადგენს საღამოს შოუებს ტურისტებისთვის. თავისუფალი დროს ანიმაცია, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საკვები, კომფორტული ოთახები ან სხვა ნებისმიერი სერვისი სასტუმროში. დღესდღეობით, ადამიანების უმეტესობას, ვინც ზაფხულში სტუმრობს სასტუმროებს, სჭირდება შესაძლებლობა გაერთოს და აკეთოს რაიმე აქტიურობები ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. ანიმატორებისთვის კი არის ორი დიდ შესაძლებლობა: თავგადასავალი და ფულის შოვნის შესაძლებლობა. სასტუმროებისთვის, თავისუფალ დროს ანიმაცია არის დიდი შესაძლებლობა მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. სტუმრებს კი აქვთ უკეთესი წარმოდგენა ანიმაციის მქონე სასტუმროებზე და დიდი შესაძლებლობაა ამ სტუმრების უმეტესობის მომავალში კვლავ ამავე სასტუმროში დაბრუნდება. ანიმაცია ასევე ეხება სასტუმროს გაჯეტებისა და სერვისების გაყიდვების გაუმჯობესებას. ეს არის XXI საუკუნის სამსახური. –რატომ სჭირდება სასტუმროს ანიმატორები? მრავალი მიზეზი არსებობს: * ანიმატორები უქმნიან სასტუმროს პოზიტიურ იმიჯს * ანიმატორებს შეუძლიათ გაზარდონ იმ ადამიანების პროცენტული რაოდენობა, ვინც მომავალში ბრუნდება სასტუმროში * ანიმატორები ზრუნავენ ბავშვებზე, საშუალებას აძლევს მოზარდებს დაისვენონ სასტუმროში და მიეცეთ საშუალება გამოიყენონ თავისუფალი დრო გართობაში * ანიმატორები ზრუნავენ სასტუმროს ატმოსფეროზე - ისინი ოპტიმისტები, მხიარულები, ერთგულები და კომუნიკაციაზე არიან ორიენტირებულნი * ანიმაცია ეხმარება კონკურენციის უპირატესობას ადგილობრივ ბაზარზე * ანიმატორები არიან თანამედროვე სასტუმროს ინდუსტრიის სიმბოლოები - ორიენტირებული სტუმრებისა და მომხმარებლების მოთხოვნილებებზე - ხელს უწყობს ჭეშმარიტად ოცდამეერთე საუკუნის სასტუმროს შექმნას *ანიმატორები თქვენს სასტუმროში შემოიტანენ უაღრესად ეფექტურ სერვისებსა და სტრატეგიებს.
მოსალოდნელი შედეგი:
ამ პროექტის განვითარებას დიდი პოტენციალი გააჩნია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დადებითი მხარე ამ პროექტისა არის ის,რომ დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, შეიძენენ უნარებს რაც საშუალებას მისცემთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიიღონ სტაბილური შემოსავალი,მითუმეტეს პანდემიის დროს. მსგავსი ტიპის საქმიანობა შემგომში აუცილებლად მისცემს ბიძგს ადგილობრივ ეკონომიკას, რომელიც წლიდან წლამდე ჰპოვებს უფრო პოპულარიზირებას და გამოიწვევს უფრო მეტი ხალხის დასაქმებას. ასევე, კმაყოფილი დამსვენებლების დადებით შეფასებას (რაც კარგი რეკლამა იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე უშუალოდ ჩვენი საკურორტო ქალაქი ბათუმისთვის) შემდგომი მათი დაბრუნების პერსპექტივით. თავს დაიმკვიდრებს ანიმაციის სისტემური მომსახურება, რომელსაც დიდი ადგილი უჭირავს მსოფლიოს ტურიზმში. პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის ხარისხის ამაღლებას. ანიმაციის ჯგუფი წინ წაწევს ყველა ხარისხიან რესტორანს, კლუბებს, სასტუმროებს, დაამკვიდრებს სხვადასხვა სტილის გასართობ კლუბებს, განავითარებს სავაჭრო ცენტრებს, ასევე საკურორტო ადგილებს. პროექტის განხორციელება მისი გამოყენება შესაძლებელია არამარტო ბათუმში, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით. ეს პროექტი შესაძლებელია გახდეს აჭარაში ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი წვლილის შემტანი. ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. რაც შეეხება პროგრამებს, თემატურად და სანახაობრივად ფართო იქნება. იქნება როგორც, თანამედროვე, ასევე ძველი კულტურის გაცნობა. ამ პროექტის მთავარი არსი იქნება დასაქმდეს რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი სტუდენტი თუ უკვე შემდგარი მსახიობი, მხატვარ-დიზაინერი, ფოტოგრაფი, მუსიკოსი.
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ იდეა ატარებს კომერციულ ხასიათს, იდეა სცილდება მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას. აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 აგვისტოს N18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.დ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში წარდგენილი იდეები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს. შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო