იდეის ნომერი: 20143
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: თორნიკე გოგუა
განხორციელების ვადა (დან): 2021-09-29
განხორციელების ვადა (მდე): 2021-09-29
ბიუჯეტი: 1000000

პროექტი "ყველაფერი"

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანი იქნება ტურისტების მიერ მეტი ინტერესის გამოჩენა ჩვენი ქალაქისადმი.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ქალაქი დაყოფილი იქნება რამოდენიმე ნაწილად(აზიური, ევროპული, სპორტული, გამწვანებული და ა. შ.) . ქალაქის ერთ ნაწილში იქნება აზიური კუთხე სადაც იქნება საკურას ხეები, სუშის რესტორნები.... ისეთი ადგილი იქნება, რომ ადამიანმა თავი იგრძნოს, როგორც იაპონიის ერთ-ერთ ქალაქში(ეს შეიძლება იყოს ეუფორიის წინ ან კიდევ სხვა მრავალ ადგილას). მეორე ნაწილში იქნება მწვანე ადგილი სადაც იქნება შენობაზე მეტი ხე(ანუ სიმწვანე უნდა ეტყობოდეს. ეს შეიძლება იყოს პარკის ტერიტორია). მესამე ნაწილი იქნება ძველ ბათუმზე (ანუ ძველებური, ლამაზი და დახვეწილი შენობები იქნება). იქნება სპორტული, სასწავლო, ძველი ქართული - ტრადიციული კუთხეები და ა. შ.
მოსალოდნელი შედეგი:
ეკონომიკის ზრდა
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ განაცხადის ფორმა სრულყოფილად არ არის შევსებული, წარმოდგენილია ქალაქის განვითარების ზოგადი ხედვები. აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ა" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნებს - „ განაცხადის ფორმა სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული“. შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის. აქვე აღსანიშნავი ის გარემოება, რომ ვინაიდან დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმაზე მუშაობა, მოცემული იდეის წარმოდგენა შესაძლებელია გენგეგმის განხილვის დროს.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო