პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ლუკა ასათიანის 152-ში განთავსებულია მანქანების სამღბრო ბოქსები, საიდანაც ჰაერში გამოიფრქვევა მძიმე მომწამლავი ნივთიერებები, ყოველივე ეს კი ადამიანებში იწვევს ენდოკრინოლოგიურ და სიმსივნურ დავადებებს. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ დასახლებაში, ათეულობით გარდაცვლილია სიმსივნური დაავადებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ( მათ შორის ერთი მცირეწლოვანია), რამოდენიმეს კი ოპერაცია აქვს გაკეთებული და გადიან შესაბამის მკურნალობას. აუცილებელია ავღნიშნოთ ისიც, რომ ამ ტერიტორიაზე და არც მიმდებარედ, არ არსებობს რეკრეაციული სივრცე, კერძო მესაკუთრეების ეზოებში არსებულ მწვანე ნარგავებს კი საწარმოდან გამოყოფილი ნივთიერება და ნიადაგში გაჟონილი მავნე ქიმიური ნივთიერებები იწვევს მცენარის ხმობას. ყველაზე მთავარი გამოწვევა და „სიცოცხლის სკვერის“ გაკეთების ამოცანა აქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაა.
დასახლების გადაწყვეტილებაა, აღნიშნული პროექტი განხორციელდეს და სივრცე, რომელიც აავადებს ადამიანებს და სწირავს ნაადრევი გარდაცვალებისთვის, სასწრაფო წესით ჩანაცვლდეს - „სიცოცხლის სკვერით“.
ბათუმის მერიას, პროექტ - „შენი იდეა ბათუმს“- ფარგლებში ვთხვოთ, უზრუნველყოს დაწესებულების მეპატრონესთან შეთანხმება და მოხდეს ტერიტორიის მონაცვლეობა უსაფრთხო ადგილზე, სადაც დაშვებულია მსგავსი დანიშნულების საწარმოს ფუნქციონირება. ხოლო გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე მოეწყოს სარეკრეაციო სივრცე, რომელიც აუცილებელია ჩვენი მოზარდი თაობისათვის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია საკუთრების უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. შესაბამისად ბათუმის მერიას უფლება ააქვს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას უძრავი ქონება წინასწარი სრული და სამართლიანი ანაზღავრებით, ან მოახდინოს ადგილ მონაცვლეობა.
პროექტის ფარგლებში - ლუკა ასათიანის 152-ში მოეწყობა მწვანე სკვერი, რომელიც დატვირთული იქნება საბავშვო ატრაქციონებითა და გასართობ-გამაჯანსაღებელი ინვენტარით. იქნება ადაპტირებული შესზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და ხელსაყრელი სხვადსხვა ღონისძიებების გასამართად .
აღნიშნული ტერიტორია მოიცავს 3008კვმ-ს (საკადასტრო კოდი 05.26.18.024).
(აღნიშნული სივრცე წარმოადგენს კერძო საკუთრებას - მესკუთრე არის ცირა ჩელებაძე ხოლო საწარმოს დირწტორი - გივი ჩელებაძე)
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმს დაემატება კიდევ ერთი მწვანე სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს, ლუკა ასათიანის 152-ში მცხოვრები მოსახლეობის სიცოცხლის გადრჩენას და ჯანმრთელობის გაუმჯობესება/შენარჩუნებას.
ასევე, მოზარდი თაობა ქუჩიდან გადავა მოწესრიგებულ ტერიტორიაზე, მიჰყვება ჯანსაღი ცხოვრების წესს და თავიდან ავიცილებთ ქუჩაში გასული ბაუშვების ავტოსაგზაო შემთხვევებს (ყოფილა რამოდენიმე შემთხვევა ხან ფეხზე გადაუარა მანქანამ ბავშვს, ხან კი თავით შეჯახებია მოზარდი ქუჩაში მიმავალ მანქანას). სკვერის მოწყობის შემდეგ, სხვადსხვა ღნისძიებები და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას, რის საფუძველზეც ხელი შეეწყობა ადგილობრივების ეკონომიკურ გაძლიერებას.
კომენტარები