ხმის მიცემა
იდეის ნომერი: 20150
სტატუსი: ხმის მიცემის პროცესში
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: გიორგი კეკენაძე
განხორციელების ვადა (დან): 2021-03-01
განხორციელების ვადა (მდე): 2021-09-01
ბიუჯეტი: 5929
დამატებით ფაილები

ბათუმის სამაგიდო თამაშების კლუბის ჩამოყალიბება

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია, ქ. ბათუმში გაჩნდეს ახალგაზრდებისათვის სამაგიდო თამაშების კუთხე, სადაც ახალგაზრდები, და არამარტო, სხვა დაინტერესებული პირები, უფასოდ შეძლებენ: ა) საინტერესო სამაგიდო თამაშების თამაშის სწავლებას; ბ) სამაგიდო თამაშების თამაშს, ათვისებას; მათ შესახებ ინფორმაციის მიღებას; გ) შემეცნებითი სამაგიდო თამაშების თამაშით სასარგებლო უნარების გამომუშავებას; დ) მსგავსი ინტერესების მქონე თანატოლების გაცნობას; ე) ჯანსაღი, ალტერნატიული გართობის საშუალებისათვის სივრცის შექმნას. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, აქვე აღვნიშნავ, რომ „სამაგიდო თამაშებში“ არ იგულისხმება ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აზარტული, მომგებიანი ან სხვა თამაშობები, არამედ გასართობი (როგორიცაა მაგალითად ჭადრაკი, Settler of catan ა.შ), შემეცნებითი, მათ შორის ისტორიული ხასიათის მატარებელი სამაგიდო თამაშები, რომლებიც ეხმარება მოთამაშეს კოგნიტური, სოციალური, მახსოვრობის, ლიდერობის, მოლაპარაკების უნარების და სხვა აუცილებელი თვისებების გამომუშავებაში.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ბათუმში გაჩნდება სივრცე, სადაც ახალგაზრდები და არამარტო ახალგაზრდები, შეძლებენ დროის სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გატარებას, ერთმანეთთან ურთიერთობას, გონებრივი და მისგან გამომდინარე უნარების განვითარებას, ვინაიდან, სხვადასხვა ტიპის სამაგიდო თამაშში წარმატების მისაღწევად მოთამაშეს ჭირდება ლოგიკური აზროვნება, სხარტი აზროვნება, მოლაპარაკებისა, დარწმუნების, სწორად დაგეგმვისა და მიზნისკენ თანმიმდევრულად სვლის უნარები. აღნიშნულის საილუსტრაციოდ იხილეთ რამდენიმე ასეთი თამაშის აღწერა დანართი No. 1 -ის სახით და, ასევე, მითითება რამდენიმე კვლევაზე ქვემოთ: მაგალითად, იხ. Jonny S. Viray-ს სტატია, Engaging Students through Board Games: Measuring Its Effectiveness on Academic Performance გამოქვეყნებული: International Journal of Scientific and Research Publications, Volume 6, Issue 10; ხელმისაწვდომია აქ: https://www.researchgate.net/publication/317032619_Engaging_Students_through_Board_Games_Measuring_Its_Effectiveness_on_Academic_Performance ასევე, იხ. Cheng S.-T., Chow P. K., Song Y.-Q., Yu E., Chan A., Lee T., et al. (2013). Mental and physical activities delay cognitive decline in older persons with dementia. Am. J. Geriatr. Psychiatry 10, 1–13; ასევე, Patrick Fissler, Iris-Tatjana Kolassa, Claudia Schrader-ის კვლევა: Educational games for brain health: revealing their unexplored potential through a neurocognitive approach; ხელმისაწვდომია აქ: https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4513287/ გამომდინარე იქედან, რომ ამჟამად ბათუმში მსგავსი ტიპის გასართობი ფაქტობრივად არ არსებობს, ვფიქრობთ, რომ ზემოხსენებული დადებითი თვისებების გარდა, პროექტი გააჩენს მიდრეკილებას ჯანსაღი აქტივობებისკენ, შეამცირებს აზარტული თამაშების ( გემბლინგის) როლს ბათუმელების ცხოვრებაში. ჩვენი პროექტი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 1) სამაგიდო თამაშების შეძენა: - დავუკავშირდი სამაგიდო თამაშების მიმწოდებელს, რომელიც შენაძენის შემთხვევაში გააკეთებს ფასდაკლებას, რის შედეგადაც, შესყიდულ იქნება 16 სახეობის 42 ცალი სამაგიდო თამაში 2704 ლარად და 70 თეთრად (იხ. დანართი No.- 2); 2) სამიზნე ჯგუფის ინფორმირება/კამპანია - მნიშვნელოვანია,ბათუმელემა ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ იგეგმება აღნიშნული პროექტის განხორციელება; მიიღონ ინფორმაცია სამაგიდო თამაშების შესახებ; ამისათვის, ყველაზე პროდუქტიულია სოციალური ქსელების მეშვეობით რეკლამირება; ამ მიზნისათვის, პროექტს ესაჭიროება USD 500 (ეკვივალენტი ლარში, რაც განაცხადის შეტანის მომენტისთვის შეადგენს 1 545 ლარს) რათა სამიზნე აუდიტორიამდე მივიდეს ინფორმაცია. (იხ. დანართი No. 3); ასევე, სოციალური ქსელების მეშვეობით განთავსდეს ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, მათზე google drive-ის მეშვეობით დასარეგისტრირებებლი ბმულები; 3) სივრცის მოძიება - პარარელურად, მნიშვნელოვანია მოიძებნოს სათამაშო ადგილი, სავარაუდოდ ბათუმის ბულვარში, ღია სივრცეში, სადაც მოთამაშეები შეძლებან თამაშს; ალტერნატიულად შესაძლებელია თამაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მიერ გამოყოფილ ადგილასაც განხორციელდეს (იხ. დანართი No. 4); იმედი გვაქვს, რომ მერია ხელს შეუწყობს იდეას ამ მხრივ. 4) გაცნობითი შეხვედრები - მნიშვნელოვანია, მონაწილეთა რეგისტრაციისა და მათ მიერ დაინტერესების გამოხატვის შემდგომ, გაცნობით შეხვედრა მოეწყოს დაინტერესებულ პირებთან. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის მოანწილეთა ნაწილს, შესაძლოა მოუწიოს ხშირი მგზავრობა, პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანია გაწერილი იყოს მგზავრობის ხარჯები 1680 ლარის სახით - 6 თვის, მთელი პროექტის განმავლობაში); 5) თამაში: - თვეში 2-3ჯერ, არასამუშაო დღეებში (შაბათი ან/და კვირა) ან/და სამუშაო დღეებში არასამუშაო დროს უნდა მოეწყოს ღონისძიებები, სისტემატიურად; თითოეული ღონისძიება, თავდაპირველად დაეთმობა შეძენილი 16 სამაგიდო თამაშიდან, რამდენიმე თამაშის სწავლას, ათვისებას; შემდგომში, თამაშის სწავლის შემდგომ, მსურველები ითამაშებენ თამაშებს მათი არჩევანით. 6) თამაშების მოთამაშეთათვის/სამაგიდო თამაშების კლუბისთვის- მას შემდეგ რაც ათვისებული იქნება ათივე თამაში, მოთამაშეებსა და კლუბს უნდა გადაეცეს შეძენილი თამაშები რათა მათ გააგრძელონ თამაში; პროექტის განხორციელება დროში: -პროექტი განკუთვნილია 6 თვეზე; თავდაპირველი 1 თვე გაზიარდება აქტიურად ინფორმაცია სოციალური ქსელებითა და არამარტო, სამაგიდო თამაშების კლუბის შექმნის შესახებ; შემდეგი 5 თვე, თვეში 2-3-ჯერ, დაიგეგმება სამაგიდო თამაშების სწავლება/თამაში; ხოლო 6 თვის ამოწურვის შემდეგ, გადაეცემა კლუბს თამაშები.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის მიზანია მიაღწიოს შემდეგ შედეგებს: 1) ქ. ბათუმში ახალგაზრდებისათვის, და არამარტო, გაჩნდეს გართობის ალტერნატიული, ჯანსაღი საშუალება სამაგიდო თამაშების სახით და შეიქმნას მათთვის სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემო; 2) შეიქმნას ქ. ბათუმში სამაგიდო თამაშების კლუბი ( რომელსაც ექნება სხვადასხვა სამაგიდო თამაში), რომელიც გააერთიანებს სამაგიდო თამაშით დაინტერესებულ პირებს და კლუბი აქტიურად წარმართავს საქმიანობას. 3) სამაგიდო თამაშების თამაშით, ხელი შეეწყოს განათლებაზე, შემოქმედებითობასა და ინოვაციებზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარებას;

კომენტარები

  1. 2020-08-31 20:06:06 გიორგი კეკენაძე

    მთლიანობაში პროექტისათვის მოთხოვნილია 5929.7 ლარი (1680 მგზავრობის +1545 კამპანიის +2704.70 სამაგიდო თამაშების შესყიდვის ხარჯები) დეტალური ხარჯთაღრიცხვა, სამაგიდო თამაშებისა და რეკლამის ხარჯები, იხილეთ დანართ No.2-No.-3-ად.

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო