პროექტის დასაბუთება და აღწერა:
სამრეწველო უბნისთვის დამახასიათებელია მრეწველობის ობიექტების სიმრავლე (რკინა-ბეტონის საამქროები, ავტოგასამართი ობიექტები და სხვა), უბანი საკმაოდ მჭიდროდაა დასახლებული, მოსახლეობის სიმრავლიდან გამომდინარე, არსებობს სკვერის საჭიროებაც, რადგან მოქალაქეებს, ადგილობრივ ბავშვებს ჰქონდეთ მწვანე/რეკრეაციულ სივრცეებში განტვირთვისა და გართობის შესაძლებლობა.
გარდა ამისა სამრეწველო უბანი მდებარეობს ქალაქის ცენტიდან მოშორებით, შესაბამისად მაცხოვრებლებისთვის არ არის ხელმისაწვდომი ქალაქის სხვა უბნებში არსებული მსგავსი დანიშნულების მქონე სივრცეებით სარგებლობა.
წარმოდგენილი ტერიტორია მდებარეობს სამრეწველო უბანში სამების 1-ლი ჩიხი # 1-2_ის მიმდებარე ტერიტორია (ს.კ 05.35.27.354) ფართობი დაახლოებით 3000კვ,მ.
სივრცეზე განთავსებულია საფეხბურთო მოედანიც, შესაბამისად მისი, როგორც სკვერად მოწყობა მარტივად შესაძლებელია, უნდა განთავსდეს სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები, ასევე სივრცეში უნდა განთავსდეს ბავშვთა გასართობი ატრაქციონები და სხვა სავარჯიშო ინვენტარი.
მოსალოდნელი შედეგი:
სკვერის მოწყობის შედეგად სივრცეს ექნება დანიშნულება და მოქალაქეებს ექნებათ მეტი შესაძლებლობა სასიამოვნოდ გაატარონ თავისუფალი დრო, გარდა ამისა სივრცეში განთავსებული სავარჯიშო ინვენტარი მათ მისცემს მეტ შესაძლებლობას დაკავდნენ სპორტული აქტივობებით. სივრცე ხელს შეუწყობს მოქალაქეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის შექმნას.
კომენტარები