იდეის ნომერი: 20163
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:184
ავტორი: ნათია გაბაიძე
განხორციელების ვადა (დან): 2022-03-01
განხორციელების ვადა (მდე): 2022-11-30
ბიუჯეტი: 8000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

მოლბერტი (უჟანგავი ლითონით)

16

500

დამატებით ფაილები

მუდმივად მდგომი მოლბერტები

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია კომფორტულ და სასიამოვნო ადგილას დაიდგას მოლბერტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალაქში სხვადასხვა სახის ინფორმაციის გავრცელებას, ასევე ხელოვან ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ნამუშევრები, ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი შემოქმედება გააცნონ დაინტერესებულ პირებს.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
მუდმივად მდგომი მოლბერტები ხელს შეუწყობს გარე სივრცეში ტრენინგების/გამოფენების ჩატარებას, ხოლო ორგანიზატორებს მიეცემათ შესაძლებლობა თავიანთი მასალები/ ნამუშევრები უფასოდ განათავსონ სკვერში არსებულ მოლბერტებზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნიჭიერ, დამწყებ ხელოვანებს არ აქვთ შესაძლებლობა თავიანთი ნამუშევრების გამოფენისთვის იქირაონ ფართი, ხოლო მსგავსი, ღია სივრცეში არსებული მოლბერტების განთავსება ხელს შეუწყობს ხელოვანთა განვითარებასა და ცნობადობას. იდეა ითვალისწინებს მოლბერტების დამზადებას უჟანგავი ლითონისაგან, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ისიც, რომ უამინდობის დროს არ მოხდეს მათი დაზიანება. მოლბერტები მუდმივად განთავსდება ქალაქ ბათუმში, ზუბალაშვილისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მიმდებარედ არსებულ სკვერში, მოლბერტები არ საჭიროებენ დამატებით მოვლა-პატრონობას,
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის განხორციელების შედეგად ხელოვანებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ მეტი შესაძლებლობა თავიანთი ნამუშევრები გააცნონ ფართო საზოგადოებას, გარდა ამისა მსგავსი სივრცის არსებობა გააოცებს ქალაქ ბათუმში ჩამოსულ დამსვენებლებს, რაც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო