პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია სმენისარმქონე/სმენადაქვეითებულ ბავშვების მშობელების, ნათესავებისა და სხვა დაინტერესებული პირების გააქტიურების ხელშეწყობა სმენისარმქონე ბავშვებთან და ზრდასრულებთან კომუნიკაციაში.
ჟესტური ენის პოპულარიზაციის გზით სხვათა თანასწორად სმენისარმქონე პირთა ჩართულობის გაზრდა საზოგადოებრივ ცხვორებაში.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად სახელმწიფო დონეზე გარკვეულწილად დადებით ნაბიჯები იდგმება, თუმცა დღეის მდგომარეობით პრაქტიკული შედეგები მაინც არასახარბიელოა. გარემოს ადაპტირების კუთხით აქცენტი მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ადაპტირებაზე კეთდება, რაც უპირობოდ მნიშვნელოვანია, თუმცა სოციუმის ადაპტირება არ ჩამორჩება ამ უკანასკნელის მნიშვნელობას.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობა მაინც სმენისარმქონეთა ინტეგრირების პროცესშია მათ არ აქვთ ,, უფლება’’ მათთვის სასურველ სკოლებში მიიღონ განათლება , იცხოვრონ მათვის სასურველ გარემოში მშობლებთან და ნათესავებთან ერთად , ისინი ვერ იყენებენ კანონით მინიჭუბელ უფლებას, რადგან მათ ადაპტირებულ სასწავლო პროცესს და გარემოს არავინ სთავაზობს და იძულებული არიან გადავიდნენ განათლების მისაღებად სპეც სკოლებში , აქ არ არის საუბარი თვეებზე საუბარია წლებზე ,12 წელი ოჯახისგან შორს ,სწავლობენ ჟესტურ ენას ,იღებენ განათლებას, მაგრამ უფრო მეტს - კარგავენ ოჯახს ,მათ საკომუნიკაციო ენა იცვლება, საერთოს ვეღარ პოულობენ და ელემენტარული კომუნიკაციაც კი ვერ დგება მათ შორის. იწყება გაუცხოება, გარიყულობა, კომფლიქტი. კომფლიქტი ხშირად არაფრის გამო , უბრალოდ ერთმანეთს საკუთარი სურვილები ვერ გააგებინეს უმეორებენ ერთმანეთისთვის გაუგებარ სიტყვებს, ჟესტებს. მშობლის ყველა მცდელობა დახმარების ხელი გაუწოდოს შვილს, ურჩიოს, დაარიგოს კრახით მთავრდება.
აღნიშნული პროექტი სწორედ იმით იქნება განსაკუთრებული, რომ ხელს შეუწყობს დასმული პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. საკომუნიკაციო ჟესტური ენის სწავლებით მოგვარდება თითქმის ყველა ის პრობლემა რაც ზემოთ იყო ნასხენები , ბავშვები დაუბრუნდებიან ოჯახებს ,ნაცნობ გარემოს სადაც მათი ესმით , გამოხატავენ სითბის და მხარდაჭერას მისთვის გასაგებ ენაზე.
პროექტის ფარგლებში, შეიქმნება რეგისტრაციის ფორმა სადაც მსურველები გაივლიან ონლაინ რეგისტრაცია და
რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 1 მარტს და დასრულდება 2022 წლის 25 მარტს.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება შევსებული რეგისტრაციის ფორმიდან გამომდინარე. უპირატესობა მიენიჭება სმნისარმქონე პირის ოჯახის წევრს ან მასთან ახლო ნათსაურ კავშირში მყოფს, დასაშვებია იყოს სპეცპედაგოგი ან ახლო მეგობარი.
ჟესტური ენის სწავლების პროცესს წარმართავს უშუალოს სმენისარმქონე მასწავლებელი და სერთიფიცირებული სურდო თარჯიმანი.
მონააწილები შეისწავლიან საკომუნიკაციო ჟესტურ ენას. სულ გადამზადდება 20 ადამიანი. რომლებიც განაწილებული იქნებიან შაბათის და კვირის ჯგუფებში. თითო ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა იქნება არაუმეტეს 10 ადამიანისა. სწავლების ხანგრძლივობა იქნება 4 თვე, კვირაში 2 საათი.
გადამზადდება მოხდება სოციალურ კაფე „თავისუფალ სივრცეში“, როემცლის თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში წლებია პოპულარიზაციას უწევს ჟესტურ ენას. სწავლება დაიწყება სექტემბერში დასაწყისში და დასრულდება დეკემბერში.
მოსალოდნელი შედეგი:
• სმენისარმქონე/ სმენადაქვეითებულ პირთა ოჯახის წევრები შეძლებენ კომუნიკაციას ჟესტურ ენაზე საკუთარ შვილებთან, შვილიშვილებთან და სხვა.
• ხელი შეეწყობა ადაპტირებული გარემოს შექმნას და ოჯახის ყველა წევრის თანაბარუფლებიანობა იქნება დაცული.
• პრობლემებს მოაგვარებენ თარჯიმნის ჩარევის გარეშე და თავიდან აიცილებენ იმ უხერხულობას რაც იქმნება ოჯახური პრობლემების მოგვარების დროს თარჯიმნის გამოძახებით.
• საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთვებიან სმენიარმქონეები, რაც ხელს შეუწყობს მათი ცხოვრების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას.
კომენტარები