იდეის ნომერი: 20175
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ვერიკო დუმბაძე
განხორციელების ვადა (დან): 2021-09-30
განხორციელების ვადა (მდე): 2021-09-30
ბიუჯეტი: 300000

გარეუბნების გამოცოცხლება

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ბათუმის გარეუბნების სხვადასხვა თემატიკით დატვირთვა და გალამაზება, რაც გაზრდის ქალაქის სანახაობების რიცხვს და ტურისტულ პოტენციალს.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროექტი გულისხმობს ქალაქის გარეუბნებისთვის სხვადასხვა სტილის მიკუთვნებას, გაფორმებას, ფუნქციურ დატვირთვას. როგორც ვიცით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბათუმი ძალიან გაფარდოვდა სხვადასხვა ტერიტორიერბის შემოერთებით (იგულისხმება ქალაქთან ახლოს არსებული ტერიტორიების დამისამართება და ქალაქის მუნიციპალიტეტში მიკუთვნებულება), თუმცა ცენტრალური ქუჩები და ძირითადი ღირსშესანიშნაობები კვლავ დატვირთულია, რაც ცალსახად კარგია, თუმცა ჩვენს ქალაქს აქვს პოტენციალი სხვა კუთხითაც გაფარდოვდეს და გარეუბნები ავითვისოთ ისე, რომ გაჩნდეს ინტერესი მათ მიმართ. ეს პროექტი გულისხმობს ბათუმის გარეუბნების თემატურად დაყოფას და პირველი ეტაპისთვის ერთი კონკრეტული უბნის გრაფიტით მოხატვას კონკრეტული თემატიკის ირგვლივ. გარეუბანი თანამედროვე გრაფიტი არტისტების მიერ იქნება მოხატული კონკრეტული კონცეპტის გათვალისწინებით(მაგალითად კოსმოსი, წყალქვეშა სამყარო, რენესანსი და ა.შ). ე.წ "სთრით არტი" ძალიან პოპულარული მიმდინარეობაა სხვადასხვა ქვექნების კულტურაში რაც არა მხოლოდ ახალგაზრდებს აღაფრთოვანებს. ეს მიმდინარეობა ჩვენს ქალაქშიც გვხდება, თუმცა ამ პროექტით ის უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს და გარეუბნებსაც სხვა ელფერს შესძენს.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის შედეგად: 1. გაფართოვდება ქალაქის ტურისტული პოტენციალი; 2. დასაქმდება თანამედროვე არტისტები; 3. გალამაზდება ქალაქის გარეუბნები;
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ განაცხადის ფორმა სრულყოფილად არ არის შევსებული, წარმოდგენილია ზოგადი ხასიათის იდეა, რომელიც არ გულისხმობს კონკრეტული პროექტის განხორციელებას. არ არის მითითებული ხარჯთაღრიცხვა ან სხვა დამატებითი ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია იდეის პროექტად ჩამოყალიბების და მისი შემდგომი განხორციელებისათვის. აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ა" ქვეპუნქტის გათვალისწინებით იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო