მობილური - ჭკვიანი შესანახი კარადა
პროექტის მიზანი:
პროექტი მიზნად ისახავს ბათუმში, შავის ზღვის სანაპიროზე ლოკალური და საერთაშორისო ტურისტებისთვის მობილური ჭკვიანი შესანახი კარადის (ების) ინფრასტრუქტურის მოწყობას.
წინასწარ შერჩეულ ადგილზე, შავი ზღვის სანაპიროზე მოხდება მობილური ჭკვიანი კარადების ინფრასტრუქტურის მოწყობა სადაც დამსვენებლები შეძლებენ პირადი ნივთების უსაფრთხოდ შენახვას.
ჭკვიანი კარადა აღჭურვილი იქნება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც დამსვენებლებს შესაძლებლობას მისცემს თვითონ მართონ შესანახი უჯრა, მობილური აპლიკაციით ან სპეციალური სამაჯურის გამოყენებით.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ბათუმი როგორც დასავლეთ საქართველოს ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილი ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს მასპინძლობს. ტურისტებზე ზრუნვა და მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება უზრუნველყოფს ქალაქის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას და ზრდას. ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ტურისტების მოზიდვისთვის არის მათი ნივთების უსაფრთხოება ზღვის სანაპიროზე ყოფნის დროს. ამ მიზნით გადავწყვიტე იდეა ბათუმის პროექტის ფარგლებში შემოგვეთავაზებინა პროექტი, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის სანაპიროზე უსაფრთხო მობილური - ჭკვიანი კარადების სერვისით უზრუნველყოფას, რაც ტურისტებს ზღვის სანაპიროზე ყოფნის დროს გაუმარტივებს მათი პირადი ნივთების უსაფრთხოდ შენახვის გზით. გარდა ამისა მისცემს შესაძლებლობას მიიღონ შემდეგი ბენეფიტები:
ჰქონდეთ სანაპიროზე პირადი უჯრა ნივთების შენახვისთვის
უსაფრთხოდ შეინახონ პირადი ნივთები
საჭიროების შემთხვევაში დატენონ მობილური ტელეფონი
ისარგებლონ პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთებით
კარადა ხელმისაწვდომი იყოს 24/7 რეჟიმით
საჭიროების შემთხვევასი ისარგებლონ სასწრაფო დახმარების გამოძახებით
გააჩნდეთ უსადენო ინტერნეტი
მოსალოდნელი შედეგი:
ლოკალური და საერთაშორისო ტურისტების კმაყოფილების ზრდა, 46 მომხარებელზე გათვლილი ჭკვიანი კარადა, უსადენო ინტერნეტი წინასწარ განსაზღვრულ მოქმედების არეალში, ტურისტების პირადი ნივთების უსაფრთხოება, მობილური კარადა სხვადასხვა ადგილზე მარტივად გადაადგილებისტვის, პირვალდი სამედიცინო დამხარების წერტილი.
კომენტარები