პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ქალაქის ცენტრში საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას დაყენდება ყველასთვის კარგად ნაცნობი კლასიკური თამაშის Tic Tac Toe სამი პანელი (ერთი იქნება ფიგურებით 4x4-ზე, მეორე 3x3-ზე და მესამე 3x3-ზე, ოღონდ მცირე ზომის - საბავშვო).
სათამაშო პანელის შემადგენელი ფიგურა იქნება სამკუთხედი პრიზმის ფორმის, რომლის დატრიალებაც მოთამაშის მიერ მოხდება 360 გრადუსით. წახნაგოვანი ფიგურის ერთი წახნაგი იქნება ცარიელი, ხოლო დანარჩენ ორზე იქნება დატანილი ქართული ასომთავრული ანბანის 2 განსხვავებული ასო „X“ და „0“-ის ნაცვლად. პანელებზე ორ ენაზე (ქართული და ინგლისური) იქნება მითითებული თამაშის წესები. ყველაზე დიდ სათამაშო ადგილას კი ქვედა ნაწილში მოცემული იქნება ქართული ანბანი (ასომთავრული, ნუსხური და მხედრული). კონსტრუქცია იქნება მასიური რკინის, შეღებილი ანტიკოროზიული საღებავით და რაც მთავარია უშუალოდ ფიგურები და ანბანი მთლიანად მოზაიკით მოპირკეთებული. მოზაიკით მოპირკეთებული “X” , „0“ და ქართული ანბანი სძენს ამ პოპულალურ თამაშსს განსაკუთრებულ ქართულ და ბათუმურ ხიბლს. შენიშვნა: ატვირთული ფოტოსურათი წარმოადგენილია მხოლოდ პროექტის ვიზუალიზაციისთვის. შედეგ ეტაპზე, ქალაქ ბათუმის მერიასთან გვსურს დეტალურად შევათანხმოთ 3D მოდელი.
მოსალოდნელი შედეგი:
ბათუმის მოსახლეობისა და ტურიესტებისთვის იქნება კიდევ ერთი საინტერესო და უნიკალური ადგილი, სადაც მცირე თამაშთან და ფოტოსურათების გადაღებასთან ერთად შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ იუნესკოს მიერ აღიარებულ კაციობრიობის არამატერიალური კულტურის მემკივდრეობას - ქართულ დამწერლობას.
კომენტარები