იდეის ნომერი: 20180
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ანა კოტორაშვილი
განხორციელების ვადა (დან): 2021-09-30
განხორციელების ვადა (მდე): 2021-09-30
ბიუჯეტი: 100000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

მოწვეული ლექტორები სემინარებისა და გაკვეთილების ჩასატარებლად

0

20000

{

ფლაერების, ბროშურების და პლაკატების დაბეჭდვა-

0

10000

{

ეკო-ფესტივალი-

0

70000

ბათუმის სამი ფერი

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ქალაქ ბათუმის მიზნობრივ ჯგუფში ცნობიერების ამაღლება სამი მთავარი მიმართულებით : წყალი, ჰაერი და მიწა. მარტივად რომ ვთქვათ, აუცილებელია მოსახლეობამ იცოდეს დაავადებები, რომელიც კორელაციაშია ისეთ გარემო ფაქტორებთან როგორიცაა წყლის,მიწისა და ჰაერის დაბინძურება. ასევე მნიშვნელოვიანია მიზნობრივმა ჯგუფებმა შესაბამისი ასკიდან გააცნობიერონ მწვანე და რეკრეციული ზონების გაფართოების მნიშვნელობა ქალაქისთვის. წყალი, მიწა და ჰაერი წარმოადგენს ერთდროეულად ფუნდამენტურ და პრობლემატურ საკითხს, სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით, მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღალებით პროექტს აქვს როგორც გრძევლადიანი პერსპექტივა, ასევე თვლადი და ეფექტური გავლენა გარემოზე და ჯანმრთელ მომავალზე. მათი მოგვარებით შემცირდება სხვადასხვა დაავადებისა თუ პრობლემის განივთარების რისკები.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ჰაერის, წყლის და მიწის დაბინძურების კონტროლით გადაიჭრება მასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები როგორიცაა, რესპირატორული და ინფექციური დაავადებები, გამწვავებული ბრონქული ასთმა, ბავშვებში ფილტვის ზრდისა და მისი ფუნქციის შეფერხება. გულის იშემიური დაავადებების, ინსულტისა და ნაადრევი სიკვდილის განვითარების რისკი. ჰაერის დაბინძურება ასევე დაკავშირებულია დიაბეტთან და ნეიროდეგენერაციულ დაავადებებთან. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა მოსახლეობს ქონდეს ინფორმაცია ჰაერის, წყლის და მიწის დაბინძურების შესაძლო უარყოფით შედეგებზე. ეკოლოგიაზე ზრუნვა უნდა გახდეს პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი საკითხი ახალგაზრდებისათვის. ამისათვის საჭიროა ცნობიერების ამაღლება და განათლება ამ მიმართულებით. პროექტის მიზანია საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა ქალაქის მასშტაბით, მათ შორის სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ლექციებისა და გაკვეთილების ჩატარება. ეკოლოგიაზე ზრუნვის კამპანია გულისხმობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკვერებში, ავტობუსის გაჩერებაზე და სხვა, საგანმანათლებლო ბრუშურებისა და პლაკატების გავრცელებას. ჩატარდეს ეკო-ფესტივალი სადაც განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები მათ შორის ველო რბოლა, მარათონი, სახვადასხვა ინტელექტუალური და სპორტული შეჯიბრება, სემინარები გარემოსდაცვით საკითხებზე და ა.შ
მოსალოდნელი შედეგი:
შედეგად ახალგაზრდა მოსახლეობაში გაიზრდება დაინტერესება და გარემოზე ზრუნვა გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ამ ყველაფერს მოყვება მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება. იმის გაცნობიერებას ,რომ გარემოზე ზრუნვა მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ექნება პირდაპირი გავლენა მომავალ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.
განმარტება:
იდეის ავტორთან შეთანხმებით პროექტი განხორციელდება ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური მიერ, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო