იდეის ნომერი: 20184
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: სოფიო ბერიძე
განხორციელების ვადა (დან): 2021-10-01
განხორციელების ვადა (მდე): 2021-10-01
ბიუჯეტი: 151700
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

უცხოელი ექსპერტი - მოწვევა, ტრანსპორტირება, განთავსება

2

5000

{

პროექტის ბრენდინგი და პრეზენტაცია

1

5000

{

საინფორმაციო მასალები (ფლაერები, ბუკლეტები)

5

500

{

ექიმების გადამზადება

20

200

{

ტელეკამერები და ყურსასმენები ექიმებისათვის

20

300

{

დარბაზი ტრენინგებისა და პრეზენტაციებისათვის

11

2000

{

ფსიქოლოგის კონსულტაცია

300

60

{

პროექტის მენეჯერის ხელფასი

10

1000

{

პროექტის სპეციალისტის ხელფასი

10

500

{

ექიმების ანაზღაურება 24 საათიანი მორიგეობის მანძილზე

310

120

{

პროექტის სტატისტიკური დამუშავება

1

500

{

ტელემედიცინის სკოლა-სემინარი

1

30000

{

მიღებული მასალის სამეცნიერო პუბლიკაციაში დაბეჭდვა

1

1500

ბათუმის ტელემედიცინის ცენტრი

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ბათუმის ტელემედიცინის ცენტრის შექმნა, რომელიც მიმართული იქნება კოვიდ 19 პანდემიის პირობებში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ, პაციენთა პრეჰოსპიტალური, ამბულატორიული დისტანციურ მართვის გაუმჯობესებისა და საბოლოოდ ჩვენს ქალაქში პანდემიით მიყენებული ადამიანური, სოციალური, ფსიქოლოგიური და მატერიალური ზიანის შემცირებისკენ. პროექტის გრძელვადიანი მიზანი ითვალისწინებს ბათუმის, როგორც საპორტო და საზღვაო ქალაქის მკვიდრთა შორეულ ნაოსნობაში ყოფნის პერიოდში დისტანციური სამედიცინო მომსახურების გაწევასა და მთლიანობაში, ტელემედიცინის საერთაშორისოდ აღიარებული ბენეფიტების მაქსმალურად გამოყენებას.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ქვეყანაში მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე პაციენტების დიდ უმეტესობას, მათ შორის ზოგიერთ საშუალო სიმძიმის პაციენტს უწევს გარკვეული დროით (სტაციონარში გადაყვანამდე თუ ამის საშუალებაა) ბინაზე მკურნალობა - აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია რომ ბინაზე მკურნალობა აიწყოს როგორც მაქსიმალურად ეფექტური, მაღალგამტარიანი სისტემა მინიმალური დანახარჯებით, რომლის გამტარიანობის შეცვლა შესაძლებელი იქნება უმოკლეს დროში, შემთხვევათა რაოდენობის ცვლის პარალელურად. განვლილი ორი წლის ანალიზმა გვაჩვენა, რომ სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში, პაციენტებს სისტემის გარკვეული ხარვეზის გამო, სამედიცინო დამხარების თხოვნა უხდებოდათ სოციალური ქსელებით და ასე უფორ მარტივად აღწევდნენ პაციენტის სტაციონარში მოთავსებას და შესაბამისი სამედიცინო დამხრაების გაწევას. აჭარამ და კერძოდ ბათუმმა მნიშვნელოვანი ადამიანური დანაკრგი განიცადა (1000 მოსახლეზე 4 გარდაცვლილი), რაც უპრეცენდენტოა მსოფლიო მასშტაბით და მიუთითებს მნიშვნელოვან პრობლემებზე სისტემაში. მთავარი გამოწვევა მაინც კვალიფიციური სამედიცინო პერსონალია, რომელთა გამტარობა მნიშვნელოვნად გაიზრდება ტელემედიცინის ხელშეწყობით. სახლემწიფოს ჰქონდა მსგავსი ტიპის სერვისი ამუშავებული, მაგრამ დროის სიმცირის და შესაბამისი ტრენინგების არარსებობის პირობებში, გამოვლინდა სერვისის დახევწის და გაფართოების მნიშვნელოვანი საჭიროება. მნიშვნელოვანია, მოხდეს რეგიონში არსებული მაღალკვალიფიციურ ექიმთა პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, და შედარებით გამოუცდელ ექიმთა პრაქტიკის მინიმალიზაცია, რათა მოხდეს მაღალ ხარისხოვანი, სტანდარტიზირებული და მაქსიმალურად მტკიცებულებებზე დაფუნძნებული მკურნალობა რეგიონის და პერსპექტივაში, შესაძლოა, ქვეყნის მასშტაბით. ამ მოდელის პრეცენდენტი უკვე არსებობს კახეთის რეგიონში, სადაც ამერიკაში მოღვაწე ტელემედიცინის ექპსერტ დავით მრელაშვილის მიერ დაინერგა კოვიდ 19-ის მართვის დისტანციური, ეფექტური მოდელი, რამაც მნიშნელოვნად გააუმჯობესა პროცესი, შეამცირა ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და ლეტალური გამოსავალი. ამბულატორიულ პაციენტთა ბინაზე მართვისას ექიმ-პაციენტის 1:1-ზე სატელეფონო საუბრიდან ინფორმაციული ნაკადების ციფრულ რეჟიმში გადაყვანა პაციენტთა ეფექტური მართვის უმნიშვნელოვანესი საფეხურია. ამის ყველაზე მარტივი და თვალსაჩინო მაგალითია ბინაზე მყოფი პაციენტების მართვის ძირითადი ერთეული (working unit): მიღებული ტესტის შედეგების და მკურნალობის შემდგომი საფეხურების გასაცნობად კომუნიკაცია ოჯახის ექიმიდან. ტრადიციული სისტემით, როდესაც ეს ინფორმაცია მიედინება (information flow) ექიმის მეშვეობით→ პაციენტამდე (მაგალითად ტელეფონის საშუალებით) ინფორმაციის გადაცემის მაქსიმალური სიჩქარეა 40 ბიტი წამში (ლაპარაკის ინფორმაციული სიჩქარე), ამ დროს იქმნება ინფორმაციის გატარების შემდეგ მოდელი, ე.წ „ ძაბრის ყელი“ (ე.წ. bottleneck). იმავე ინფორმაციის გადაცემა, რომლის 95%-ზე მეტი სტანდარტიზირებული ტექსტია, შესაძლოა მოხდეს copy-paste-send-ით ელექტრონულ რეჟიმში. ინფორმაციის ამგვარი გავრცელების დროს კი მისი გადაცემის სიჩქარეა დაახლოებით რამდენიმე ათასი ბაიტი /წამში (ექიმის კომპიუტერიდან პაციენტის ტელეფონში, ეს კი ნიშავს10-ჯერ და 100-ჯერ გაზრდილ ეფექტურობას), შედეგად ექიმი დანარჩენი 10 თუ 100 პაციენტის information flow-ს მართვას ახდენს იმ დროში, რაც მას ტელეფონით დარეკვის დროს უნდა ელაპარაკა ერთი პაციენტისთვის. რა თქმა უნდა, ხდება პაციენტების მიერ დასმული ინდივიდუალურ შეკითხვებზე პასუხი, მოკითხვა, თუმცა ეს ხდება - გაცილებით ეფექტურად ციფრულ რეჟიმში. პროექტის ფარგლებში შეირჩევა 20 ადგილობრივი ექიმი, რომელთა გადამზადება მოხდება საერთაშორისო ექსპერტის მიერ, ტრენინგი მოიცავს დისტანციური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ათვისებას, მძიმე და პოტენციურად დამძიმებადი პაციენტის დროულ ამოცნობის შესწავლას, კოვიდ-19 ამბულატორიული მართვის საერთაშორისო და სახელმწიფო რეგულაციების იმპლემენტაციას და ასევე, საავადმყოფოდან გამოწერილი პაციენტის უმთავრესი სარეაბილიტაციო ღონისძიებებისა და დროული ფიზიკური და ფსიქიკური რეაბილიტაციის მეთოდების შესწავლას. პროექტში ჩართული იქნებიან ფსიქოლოგები და პირველადი ჯანდაცვის ექიმის მიერ ფსიქოლოგიური დხმარების საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში, ისინი გაუწევენ შესაბამის კონსულტაციას. პროექტი ითვალისწინებს, ასევე კოვიდ 19 პაციენტთა ოჯახის წევრების ინფორმაციულ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ლეტალური გამოსავლის შემთხვევაში მათთან კომუნიკაციას და საჭიროებისამებრ ფსიქოლოგის ჩართვას. ასევე, რეაბილიტაციის პროცესში, ახსნა-განმარტებისა და მითითებების მიცემას, რისი საჭიროება მოცემულ ეტაპზე უფრო მეტია, ვიდრე თავად კოვიდ 19 პაციენტების მართვის. ყველა საერთაშრისო ჯანდაცვის ორგანიზაციების პროგნიზირებით, კოვიდ 19 პანდემიასთან გამკლავება მოგვიწევს სულ მცირე მომავალი 1 წლის მანძილზე და აქედან გამომიდნარე მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო ტალღას შევხდეთ უფრო მომზადებული და გამოვიყენოთ საერთაშორისო გამოცდილება პაციენტთა დისტანციური მართვის კუთხით. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ბათუმის ტელემედიცინის ცენტრი, შესაძლოა გახდეს ქალაქის ქვეყნის და ასევე საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი დიასპორისთვის, სამედიცინო საჭიროების დადგომის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი დახმარეის ხელსაწყო, განსაკუთრებულად ხაზი გვინდა გავუსვათ, ბათუმის, როგორც საპორტო და საზღვაო ქალაქის სპეციფიკას, ასობით ნაოსნობაში მყოფი მეზღვაურისთვის სამედიცინო კოპნსულტაციის გაწევას, რისი საჭიროებაც იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით სჩანს. პროექტი გაგრძელდება 10 თვის მანძილზე, ბოლო ერთი თვე დაეთმობა რექტროსპეტრულ ანალიზს, სტატისტიკის დამუშავებას და პრექტის დაკსვნით ეტაპზე დაგეგმილია ბათუმის პირველი ტელემედიცინის სკოლა-სემინარის მოწყობა, სადაც მიღებული გამოციდლება გაზიარდება ქვეყნის კოლეგებს შორის და ასევე, ჩატარდება საერთაშორისო ექსპერტთა სემინარები.
მოსალოდნელი შედეგი:
შენიშვნა: მნიშვნელოვნად მივიჩნევთ და ვგეგმავთ, აღიშნული პროექტი განხორციელდეს მერიის ჯანდაცვის კომიტეტსა და ადგილობრივ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რაც ერთის მხრივ დაეხმარება ერთობლივ კოორდინირებულ მართვას და მეორეს მხრივ მნიშველოვან პლატფორმას შექმნის მომავალი სისტემური განვითარებისთვის. • კოვიდ 19 ავადობისა და სიკვდილობის შემცირება , პაციენტთა პრეჰოსპიტალური მართვის გაუმჯობესებითა და დინამიური დისტანციური კომუნიკაციის გზით; • პაციენტთა ინფორმირების დონის ამაღლება, როგორც უკვე ინფიცირების, ასევე დაავადების თავიდან აცილების, ვაქცინაციის საჭიროების გაცნობეირებით და ეპიდემიოლოგიური ვალდებულებების გაუმჯობესებული შესრულების გზით; • სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, როგორც თავად კოვიდ 19 მართვის, ასევე, ტელმედიცინის საერთაშორისო მიღწევებისა და ეფექტურობის გაცნობიერების გზით; • კოვიდ 19 პაციენტთა და მათი ოჯახის წევრთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა; • ინფქციის გავრცელების შეჩერება ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების საჭიროებების და არსის უკეთ შესწავლის გზით; • მიღებული გამოცდილების, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების, ცოდნისა და მიღწევების გაზიარება/შესწავლა სბათუმის ტელემედიცინის პირველი სკოლა სემინარის ფარგლებში.
განმარტება:
განაცხადის განხილვის ეტაპზე დადგინდა, რომ იდეით გათვალისწინებული ღონისძიებები სცდება მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებს, აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნებს - „განაცხადით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა ექცეოდეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების და განსაზღვრული თემატიკის ფარგლებში“ და ექცეოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში (საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლი)), შესაბამისად, არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იდეა საკმაოდ კომპლექსურია და საჭიროებს სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უწყებების ჩართვას, როგორც მის შემუშავებაში ასევე განხორციელებაში.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო