იდეის ნომერი: 20185
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: სოფიო ბერიძე
განხორციელების ვადა (დან): 2021-01-01
განხორციელების ვადა (მდე): 2022-12-31
ბიუჯეტი: 210000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

პირის გადამზადება

1000

100

{

ტრენინგისთვის საჭირო დარბაზი და ლანჩი

50

1000

{

დეფიბრილატორი/ პირველადი დახმარების ყუთი

10

5000

{

პროექტის მენეჯერის ხელფასი

10

500

{

ტექნიკური აღჭურვა და ბრენდინგი

1

5000

ბათუმის გული

პროექტის მიზანი:
მეტი გადარჩენილი სიცოცხლე - რაც გულისხმობს ჰოსპიტალს გარეთ და სამედიცინო დაწესებულებაში გაჩერებული გულის მუშაობის აღდგენისთვის საჭირო პირველადი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების მასიურად დაუფლებას ბათუმის მკვიდრ მოსახლეობას შორის.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
გულის გაჩერების ფაქტი საკმაოდ ხშირად ფიქსირდება კლინიკის გარეთ,ყოველწლიურად რამდენიმე ასეული შემთხვევაა საქართველოში, მათ შორის ბათუმში.მსოფლიოში სტატისტიკურად 5-დან 4 ადამიანს არ შეუძლია პირველადი დახმარების გაწევა რომელიც, აუცილებელია ჩატარდეს შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, გულის მუშაობის აღდგენა კი ძირითადად მაშინ, თუ გულ-ფილტვის რეანიმაციას დაიწყებს გვერდით მყოფი პირი. იმისათვის, რომ ბევრ გულ გაჩერებულ ადამიანს გაუმართლოს და მის გვერდით შემთხვევით მყოფმა შეძლოს დახმარების გაწევა, საჭიროა საზოგადოება მასიურად იყოს დატრენინგებული ე.წ. გფრ გულ-ფილტვის რეანიმაციის უნარ-ჩვევებში. ეს ყველაზე კეთილშობილი და სიცოცხლის გადარჩენისკენ მიმართული უნარ-ჩვევაა, რომელსაც განვითარებლ სამყაროში ფლობს თითქმის ნებისმიერი მოქალაქე. .გულის გ აჩერება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას და ამ მდგომარეობიდან ადამიანის გამოყვანა პირდაპირ კავშირშია დახმარების დროსთან , დეფიბრილატორის ხელმისაწვდომობასთან და მისი გამოყენების ცოდნასთან; იმისათვის რომ შემთხვევა არ დასრულდეს ლეტალურად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პირველივე წუთებში, სამედიცინო დახმარების მოსვლამდე შემთხვევის ადგილზე მყოფი ადამიანების მიერ მოხდეს პირველადი დახმარების აღმოჩენა. შესაბამი ტრენინგის ჩატარების შემდეგ,ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისწავლოს გულ-ფილტვის რეანიმაციის ბაზისები. პროექტის მიზანი კი სწორედ ამ უნარ-ჩვევების დაუფლებაა, რომელიც ჩაუტარება შესაბამის სამედიცინო ტრენინგ ცენტშრი კვალიფიციური ტრენერების მიერ; პროექტის ფარგლებში საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, მაგალითად გაჩერებებზე განთავსდეს პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთი , სადაც იქნება ყველა საჭირო ინვენტარი,მათ შორის გარეგანი ავტომატური დეფიბრილტორი, რომელიც ერთერთი გადამწყვეტი ინსტრუმენტია ადამიანის გადასარჩენად გულის გაჩერების დროს.
მოსალოდნელი შედეგი:
გაჩერებული გულის აღდგენის გაზრდილი სტატისტიკა, ადამიანების ცნობიერების ამაღლება, მოხალისეების მიერ მეტი გადარჩენილი სიცოცხლე. ცოდნის გაზიარება. დამატებითი ინფორმაცია პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთის განთავსება: უნივერსტეტებში, სკოლებში, დიდ სავაჭრო ცენტრებში , აეროპოტში, ბულვარში; გაჩერებაზე და აქ მომუშავე პერსონალის კვალიფიციური გადამზადება - ბათუმის გულში გაჩერებული გულის აღსადგენად!
განმარტება:
განაცხადის განხილვის ეტაპზე დადგინდა, რომ იდეით გათვალისწინებული ღონისძიებები სცდება მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებს, აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნებს - „განაცხადით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა ექცეოდეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების და განსაზღვრული თემატიკის ფარგლებში“ და ექცეოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში (საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლი)), შესაბამისად, არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბათუმის მერია დამატებითი/ნებაყოფლობითი უფლებამოსილების ფარგლებში "წითელი ჯვრის" საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს მსგავსი ტიპის საქმიანობას და შესაძლებელია იდეის ინტეგრირება და ავტორთან თანამშრომლობა.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო