იდეის ნომერი: 20190
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ვაჟა თოფურია
განხორციელების ვადა (დან): 2022-12-17
განხორციელების ვადა (მდე): 2023-03-14
ბიუჯეტი: 64000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

რკინის კონსტრუქციის დამზადება

8

6000

{

მულტიფუნქციური ხელსაწყოების შეძენა

8

1000

{

ლოკაციებზე მონტაჟი

8

1000

მულტიფუნქციური შეკეთების სადგური

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ქ.ბათუმში ,ველოსიპედების და სქროლების ,ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება ..
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
ქ.ბათუმში არ არესებოს ველოსიპედების ,შშმ პირების ,სქროლების ,სკუტერების , უფასო შეკეთების სადგურები ,პროექტის განხორციელების შემთხვევაში გადაიჭრება ბევრი ადგილობრივის და ტურისტის ,მომხმარებლის პრობლმა.. მულტიფუნქციური ველო შეკეთების სადგურების ლოკაციები ევროპის მოედანი 1 ლოკაცია; ანბანის კოშკთან- 3 ლოკაცია ; ცენტრალურ პარკში 3 ლოკაცია; თეატრთან 1 ლოკაცია ;
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტის განხორციელების შემთხვევაში ,ველოსიპედების ტრასების მიმდებარედ ასევე პარკებში ,ველო შეკეთების სადგურების განთავსებით ,შშმ პირებს ,ველოსიპედის მომხარებლებს ,სქროლების ,მოტოების მომხმარებელს შესაძლებლობა ექნებათ ქუჩაში ,ბორბლის ან სხვა დეტალის გაფუჭებისას ,უფასოდ შეაკეთონ მულტიფუნქციური ხელსაწყოებით ,თავიანთი სატრანსპორტო საშვალებები..ველოსპიპედების შემკეთებელ მინი სადგურის გამოყენებით უფასოდ ,შესაძლებელია ბორბლის დაბერვა და 9 სხვა მულტიფუნქციური ძალიან საჭირო ხელსაწყოს გამოყენება ,პროექტი დიდი წარმატებით საპილოტედ უკვე განვათავსეთ 2 ცალი ქ.რუსთავში და მოთხოვნა ,მოხმარება ,მასზე ძალიან დიდი ...ასევე ველო შეკეთების სადგურებზე განთავსდება QR კოდები სადაც ჩაიტვირთება სხვადასხვა ტურისტული და ადგილობრივი ინფორმაცია ..
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ პროექტის „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში 2020 წელს გამარჯვებული იდეა "ბათუმი - ველოქალაქი" ითვალისწინებს მულტიფუნქციური შეკეთების სადგურის მონტაჟს, რაზედაც უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ზ" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას - „იდეა არ უნდა იყოს დაფინანსებული წინა წლებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, არ უნდა იყოს სხვა პროექტის ანალოგიური ვერსია, ასევე არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს“. შესაბამისად, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

  1. 2022-12-21 08:01:55 მამუკა დარჩია

    იდეა აქტუალურია. სასურველია დაზუსტდეს მონტაჟის შემდგომი მოვლა-პატრონობის და საგარანტიო პირობები. ასევე- რას მოიცავს მულტიფუნქციური ხელსაწყოები, როგორია მათზე წვდომის მექანიზმი და რამდენად დაცულია დაზიანებისგან ან მოპარვისგან. სავარაუდოდ, აღნიშნული მოწყობილობა მოიხმარს ელექტროენერგიას, დასაზუსტებელია ელ.ენერგიის მოხმარების პარამეტრები და ვინ უნდა გადაიხადოს საფასური. რამდენად უსაფრთხოა არასრულწლოვნების მიერ გამოყენების შემთხვევაში?

  2. 2022-12-25 19:20:59 ვაჟა თოფურია

    ყველა მომხმარებლისთვის უსაფრთხოა სრულიად და მოსახმარად მარტივი , რაც შეეხება ელექტრო ენერგის მოხმარება არ ჭირდება, შეკეთების სადგურებს .. ყველა მულტიფუნქციური საჭირო შეკეთებისთვის, ხელსაწყოები ,ველო შეკეთების სადგურებზე არის მყარი მტელიზგან დამაზადებული(ანტივანდალური, გარე მოხმარებისთვის) და დამაგრებულია შესაბამისი მეტალის დრეკადი, ტროსებით ,რაც მის დაზიანებას და მოპარვას ძალიან გაართულებს ,პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის .. პროექტის განხორიცელების შემთხვევაში აუცულებელია მინიმუმ 4 წლიანი გარანტია და მოვლა პატრონობა, მოეთხოვოს შემსრულებელს ..

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო