იდეის ნომერი: 20197
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: ჯაბა ცეცხლაძე
განხორციელების ვადა (დან): 2023-03-24
განხორციელების ვადა (მდე): 2023-05-24
ბიუჯეტი: 300000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

ავტოამტური ველო პარკირება

2

300000

დამატებით ფაილები

ავტოამტური მიწისზედა ველოპარკირება

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია გახადოს ბათუმი ველო ქალაქად,
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
პროექტის შინაარსი შემდეგნაირია, საცხოვრებელ უბნებში უნდა გამოიყოს სივრცეეები სადაც დაიდგმება მეტალის კონსტრუციისგან დამზადებული მიწისზედა ავტომატური დახურული ველო პარკირებები. პროექტის მიხედვით ველოსიპედის პარკირება იქნება ფასიანი (შემდგომი ტექნიკური პრობლემების მოსაგვარებლად). ველოსიპედის პარკირებაზე მოსათავსებლად არ არის საჭირო ხელით დადგმა დამაგრება და ასე შემდეგ, საპარკინგე ადგილთან გამოყოფილი იქნება სპეციალური ადგილი სადაც მოათავსებს მოხმარებელი ველოსიპედს, ბარათით გააქტიურების შემდეგ ველოსიპედს ავტომატური მექანიზნი მოათავსებს ველოსიპედს თავისუფალ ადგილზე ველო ლიფტის დახამრებით. ველოსიპედების შესანახ სივრცეში არცერთ მომხმარებელს არ ექნება შიდა წვდომა. სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეეძლება მომხმარებელს ბათარის დახმარებით თავისივე ველოსიპედის უკან გატანა.
მოსალოდნელი შედეგი:
ბათუმში ძალიან ბევრს მაცხოვრებელს აქვს ველოსიპედი მაგრამ არის მუდმივი პრობლემა შენახვა გაჩერებაზე, ზოგი აივანზე ინახავს და ზიანდება, ზოგი სადარბაზოებში ინახავს, ზოგი ქუჩაში ამაგრებს რაც არ არის უსაფრთხო. პროექტის განხორციელებით ველოსიპედით მოძრაობა არ იქნება მხოლოდ სპორტული ვარჯიშის მიზნით, როდესაც მომხამრებელმა იცის, რომ მის საცხოვრებელ სახლთან და ასევე სამუშაო ადგილთან არის ახლოდ ველოპარკირება ის გამოიყენებს სატრანსპორტო საშუალებად ველოსიპედს და არა ავტომობილს, რაც შემდგომში გაადვილს საცობების პრობლემის მოგვარებას, მომხმარებლებს რომელსაც არ აქვთ ველოსიპედი შესანახი სივრცის არ ქონის გამო ასეთი ადამიანებიც დაინტერესდებიან ველო ტრანსპორტით და შესაბამისად უსაფრთხო ველო პარკირებით,
განმარტება:
იდეის განხილვის პროცესში, რომელშიც ჩართული იყოს იდეის ავტორიც, დადგინდა, რომ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არასრულია და საჭიროებს სიღრმისეულ მოკვლევას. ასევე, საქართველოში არ არსებობს კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მსგავსი სამუშაოების შესრულებას. აქედან გამომდინარე, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ა" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, , იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას -" განაცხადის ფორმა სრუყლყოფგილად უნდა იყოს შევსებული". შესაბამისად, იდეის ავტორთან შეთანხმებით და მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო