იდეის ნომერი: 20199
სტატუსი: დაწუნებული
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: თეონა ზედანია
განხორციელების ვადა (დან): 2023-05-03
განხორციელების ვადა (მდე): 2023-05-28
ბიუჯეტი: 49997
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

მუსიკოსები

8

2500

{

ტექნიკური მომსახურება

8

2500

{

ფოტო ვიდეო მომსახურება

8

500

{

ყავის აპარატის იჯარა

8

200

{

სცენის იჯარა

8

425

{

ერთჯერადად ფესტივალის სარეკლამო ბილბორდის დამზადება მოძრავ მექანიზმზე.

8

1000

"მუსიკა ბათუმიდან" რადიო ფესტივალი

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ბათუმში მოქმედი მუსიკოსებისა და მუსიკალური ჯგუფების ხელშეწყობა და მათი შემოქმდების პოპულარიზაცია.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
აჭარაში მოღვაწე მუსიკოსებს მუდმივად აქვთ საკუთარი შემოქმედების რეალიზებისთვის სივრცისა და წარმოჩენის დეფიციტი . მოგეხსენებათ კონცერტები არც თუ ისე ხშირად იმართება, ბევრ მათგანს კი მონაწილეობის შანსიც არ აქვს. ამ პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივ მაუწყებელთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ვგეგმავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოთი ქუჩის ფესტივალის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას. მუსიკოსებს მიეცემათ საეთერო დრო სადაც საკუთარი საავტორო მუსიკის გაჟღერებას შეძლებენ, მაგრამ არატრადიციული ფორმით, მოეწყობა რადიოს მიმდებარედ მინი სცენა სადაც ესა თუ ის მუსიკოსი თავის სიმღერას შეასრულებს აკუსტიკური ვერსიით, პუბლიკის წინაშე და ამ შესრულების ტრანსლირება მოხდება პირდაპირ ეთერით. რადიოფესტივალი „მუსიკა ბათუმიდან“ ერთი თვის განმავლობაში გახდება ადგილობრივი მუსიკოსებისთვის და მუსიკის მოყვარულთათვის ერთგვარი კულტურული პლატფორმა. ამ პროექტის საშუალებიტ მოხდება მუსკოსების წახალისება, რათა უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს საავტორო შემოქმედებას. თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო პრაქტიკას რადიო არის ერთადერთი საშუალება სადაც მუსკოს შეუძლია საკუთარი შემოქმედების წარმოდგენა და პოპულარიზაცია. ეს პროექტი კი ჩვენს რეალობაში ადგილობრივ მუსიკოსებს მისცემს საშუალებას ცოცხლად შეასრულონ საავტორო მუსიკა, როგორც ცოცხალი აუდიტორიის წინაშე ასევე ეს შესრულება რადიომსმენელისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი და ეს ტექნიკურად მოხდეს ერთი და იმავე დროს.
მოსალოდნელი შედეგი:
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიო მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ ტურისტულად მიმზიდველ ლოკაციაზე, რაც ერთგვარი გარანტი შეიძლება გახდეს საზოგადოების მხრიდან პროექტის დაინტერესებისა და ჩართულობის კუთხით.ქუჩის კონცერტი რომელიც გადაიცემა რადიოს ეთერში ასევე მოიზიდავს მსმენელს და უბრალოდ გამვლელებს . პროექტის სახელწოდება არის „მუსიკა ბათუმიდან“ ,რომელსაც ძალიან მოუხდება ყავა ქვიშაზე და კონცერტის მსვლელობის დროს გამვლელებისთვის და დამსწრე საზოგადოებისთვის შესაძლებელი იქნება ცხელი ყავის შეთავაზება. ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფებისა თუ ინდივიდუალური შემსრულებლების შემოქმედების პოპულარიზაცია, მსმენელის მოზიდვა და მათი გაცნობა ფართო მასებისთვის. რადიოს ეთერითა და ქუჩის კონცერტის მეშვეობით. საავტორო მუსიკის წახალისება.
განმარტება:
საპროექტო განაცხადის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ იდეა საჭიროებდა დეტალიზაციას. შესაბამისი კომუნიკაცია განხორციელდა იდეის ავტორთან და მიეცა რეკომენდაცია მოეხდინა პროექტის დახვეწა და წარმოედგინა დაზუსტებული ვერსია დებულებით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში (არაუგვიანეს მიმდინარე წლის 24 იანვრისა). იდეის ავტორმა ვერ მოახდინა იდეის დეტალიზაცია წინასწარ განსაზღვრულ ვადებში. შესაბამისად, „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.08.2021 წლის N18 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის "გ.ა" ქვეპუნქტის გათვალისწინებით, იდეა ვერ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნას -" განაცხადის ფორმა სრუყლყოფგილად უნდა იყოს შევსებული". აქედან გამომდინარე, იდეის ავტორთან შეთანხმებით და მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, მოცემული იდეა არ იქნა შერჩეული საჯარო ხმის მიცემის ეტაპზე მონაწილეობისათვის. ამსათანავე, იდეის ავტორს მიეცა რეკომენდაცია იდეის დაკორექტირების შემდგომ, სურვილის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ქვეპროგრამის "კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა" ფარგლებში.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო