იდეის ნომერი: 20212
სტატუსი: მიმდინარე
ხმების რაოდენობა:0
ავტორი: გიორგი ხიტირი
განხორციელების ვადა (დან): 2023-01-01
განხორციელების ვადა (მდე): 2023-04-14
ბიუჯეტი: 200000
ხარჯთაღრიცხვა

დასახელება

რაოდ.

ერთ. ფასი

{

მონუმენტი

1

200000

მეხსიერება

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია რკინის მონუმენტის დადგმა ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურის ტბის პირას. ნამუშევარი წარმოადგენს სიმბოლურ კომპოზიციას, რომელიც ეყრდნობა რკინის სვეტს.სვეტის თავზე მოთავსებულია ნახევარწრიული ფორმის ასო ბგერა "ა", რომელიც აჭარას აღნიშნავს. მასზე სიმეტრიულად დატანილია 6 დისკი ქალაქ ბათუმის აღმნიშვნელი ასოებით - "ბათუმი". კომპოზიციის ცენტრში დამონტაჟებული იქნება გემი "არგო", რაც კოლხეთში არგონავტების მოგზაურობას, შავი ზღვის მშნიშვნელობას, ჩვენი რეგიონის და ქალაქის მსოფლიო კულტურულ პროცესებში ინტეგრირების ასახვას.
პროექტის დასაბუთება და აღწერა:
მონუმენტის სიმაღლეა -6 მეტრი.ფუნდამენტი იქნება ბეტონი, არმატურა და ლამინატი. საყრდენი სვეტი - რკინის კონსტრუქცია. აჭარის აღმნიშვნელი ასობგერა "ა" იქნება რკინისა და ხელოვნური ქვის მასალისაგან. ქალაქ ბათუმის არმნიშვნელი 6 ასობგერა "ბათუმი" იქნება ორგანული მინაგანათებით, გემი "არგო" იქნება რკინის, იალქანი კი სპილენძის, ნიჩბები -ბრინჯაო. რაც ხელს შეუწყობს ნამუშევრის პოლიქრონული ეფექტის შექმნას. პროექტის განხორციელებისათვის საჭირო იქნება ნებართვა. QR კოდის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ინფორმაციის გაზიარება ნებისმიერი მსურველისათვის.
მოსალოდნელი შედეგი:
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონისა და ქალაქის პოპულარიზაციას, მისი ისტორიული მნიშვნელობის წარმოჩენას როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე მრავალრიცხოვანი უცხოელი სტუმრებისათვის.

კომენტარები

© 2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია - მუნიციპალური სერვისების სააგენტო